საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1918

ტიპი: თანამდებობა

ევგენია ჯანდიერი იყო თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებლის ევგენია ჯანდიერის შვებულებაში გასვლის შემდეგ, მის თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭავჭანიძე ხონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს განათლების სამინისტრომ გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევს ერთჯერადი დახმარება გადასცა და პენსია დაუნიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წლისთვის ქუთაისის კომერციული სასწავლებლის უფროს მოსამზადებელ კლასში ირიცხებოდნენ: გაბრიელ ქანანაშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ტრიფონ რუხაძე, ლევან სანებლიძე, ალექსანდრე ტოგონიძე, მიხეილ ფორჩხიძე და გიორგი შალიკიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პლატონ გიორგის ძე კეშელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იოსებ მჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნივერსიტეტისთვის სტიპენდიის დანიშვნა და ერთი სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს რუსუდან ნაკაშიძე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამეურნეო განყოფილებაზე სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თინათინ ნაკაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ქეთევან მგელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს კალისტრატე ჩიჩუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა თბილისის სამოციქულო კათოლიკე ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში უცხოელებისთვის სკოლაში სასწავლებლად ადგილობრივი დიპლომების წარდგენა სავალდებულო არ იქნებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე კვაჭაძემ სამხედრო სამსახურის გამო უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა და თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო რაზმის დაარსებიდან გვარდიის წევრად ირიცხებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დავით შევარდენის ძე ორაგველიძე სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვუკ. ბერიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თბილისის მაზრის ერობის დეპუტატად ყარაიაზის ოლქში აირჩიეს მუსლიმი ქალი ფარი-ხანუმ სოფიევა, რომელმაც, როგორც უპარტიო კანდიდატმა, შეძლო პარტიული კონკურენტების დამარცხება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ რესპუბლიკის საზღვრებში კერძო სასწავლებლების დაარსების ნება დართოთ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რუსული ენისა და ისტორიის პედაგოგი სერგო ნიკოლოზის ძე შულგინი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის კომერციული სასწავლებლის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა რუსულ ენას ასწავლიდა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში, ჰქონდა 17 საათი და იღებდა გასამრჯელოს 1870 მანეთის ოდენობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე სტასი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა ლოზანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანული და ფრანგული ენების პედაგოგი ლაპოსავა მიხეილის ასული ბორისავლევიჩი.