საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს როსაშვილი ფლობდა სავაჭროს „დეზერტირთა ბაზარში“.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი მენშევიკების დროს არჩეული იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მიერ კრების წევრად დიდ ჯიხაიშში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი განიხილეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში 30 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 178 საქმე განიხილეს. ფაქტი გიორგი ყაზბეგმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქრისტინე გიორგის ძე შარაშიძე, სამსონ პლატონის ძე დადიანი, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე და იულია აბელის ასული იაშვილი იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია იყო, მთავარ გამგეობას იმავე წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა საზოგადო კრების გასარჩევ საკითხთა სია, რომელსაც ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ოლღა ხოფერია, მდივანი გიორგი გამზარდია და წევრი სოფიო არჩაია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: მარია იოსების ასული მაჭავარიანი, ქსენია იოსების ასული მაჭავარიანი, იოსებ გიორგის ძე ჩიტოშვილი, იოსებ ნიკოს ძე მამულაშვილი, მარია სვიმონის ასული რომანოვეცი, სტეფანე ალექსანდრეს ძე ფურცელაძე, ნინა ფურცელაძისა, ილია ნაცვლიშვილი და სხვ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე სისორდია, ლუკა ფირცხალავა, ივანე მათეს ძე ფრანგიშვილი, ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე, სამსონ ქაჩიბაია, პეტრე ქავთარაძე, შალვა ქავთარაძე, ალექსანდრე ყრუაშვილი, გრიგოლ შეროზია, აქვსენტი ბესარიონის ძე შალამბერიძე და სილოვან ბესარიონის ძე შალამბერიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა სეით ლუარსაბის ძე იაშვილის წიგნი „ბუნებისმეტყველება“ (1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილები).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს საზოგადოება 1947.30 მანეთით დაეხმარა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას მთელ ქვეყანაში 100 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ალექსანდრა ალექსანდრეს ასული ხახანაშვილის წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია XIX საუკუნეში“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანები“ (მე-2 ნაწილი).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა გიგო შარაშიძის მიერ ნათარგმნი წიგნები: „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის “Русское Слово“, „ბუნების კარი“ და „დედა ენის“ მე-2 ნაწილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1919 წლის პირველი იანვრისთვის საზოგადოების წიგნთსაცავებში 6680 წიგნი იქნებოდა. მათ შორის — 216 ხელნაწერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე ისტორიკოსთა, ლიტერატორ-კრიტიკოსთა, ქიმიკოსთა და ბუნებისმეტყველთა საგნობრივი კომისიები დაარსდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ამავე წლის 1-ლ იანვარს საზოგადოების წიგნსაცავში 6615 ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი ირიცხებოდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ფილიპე ადამია, გრიგოლ ადამია, დავით კონსტანტინეს ძე ახვლედიანი, ცაუნია ანჯაფარიძისა, მიხეილ პეტრეს ძე ბერაია, ვარდიკო ბოკუჩავა, ბესარიონ ალექსანდრეს ძე ბოკუჩავა, ილიკო კიმოთეს ძე ბოჭორიშვილი, ივლიანე გვადას ძე გაბუნია და რაჟდენ გოგოხია.