რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საგზაო ინჟინრებმა ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვმა და გრიგორ ვასილის ძე შერმაზანოვმა საინჟინრო კურსების გახსნის მოთხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთში გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული ბოძიევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემბერს ბაზრის ტერიტორიაზე 12 ათასი მანეთი მოპარეს თურქეთის არმიის ოფიცერ რაჯილ-ბეკს. მძარცველთაგან აკოფოვი და პორუჩიკი სტ. სტეპანიანცი დაიჭირეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემებრს ბაზარში გაუძარცვავთ თურქეთის არმიის ოფიცერი რაჯილ-ბეკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ განცხადებაში ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ, რომ მათი დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას პანაშვიდი 8 სექტემბერს გაიმართებოდა ანჩისხატის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართებოდა. გადამწყვეტი ხმის უფლებით ისარგებლებდნენ მხოლოდ ის პირები, ვინც წლიურ საწევრო გადასახადს შეიტანდა ა. ხუციშვილთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 8 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის დამფუძნებელ კრებაზე მოხსენებით გამოვიდოდა მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი. დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი მსხვილფეხა საქონლის ჭირის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი თანხის გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის სასახლის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დარბაზში სახალხო გვარდიელებმა დააპატიმრეს სტუდენტი ვეშაპელი, რომელსაც ძვირფასი ფარჩის ფარდების ქურდობაზე წაასწრეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მხოლოდ კონსტანტინე მაყაშვილი გამოცხადდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორს 1918 წლის 30 აგვისტოს N378 მიწერილის პასუხად აცნობა, რომ წარედგინა სამინისტროში იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის ნამსახურეობითი წიგნი და აღენუსხა 1901 წლიდან 1918 წლამდე რამდენ გაკვეთილს ატარებდა იგი კვირაში. ხელს აწერენ მთავარგამგე თაქთაქიშვილი და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიაში შერვაშიძე დაწვრილებით განიხილავდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის მიერ გაგზავნილ აფხაზთა რაზმთთან ერთად მისი აფხაზეთში მგზავრობის პერიპეტიებს. შერვაშიძე ამბობდა, რომ სტატიაში მოწოდებული ცნობები მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა და იგი არამც და არამც არ აპირებდა გაზეთის საშუალებით შემდგომ პოლემიკაში შესვლას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბერს კავკასიაში გემანული მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფონ კრესმა სამხედრო ბანაკიდან მიიღო ტელეგრამა. ტელეგრამა იუწყებოდა, რომ ფოთიდან გამოამგზავრეს 15 ოფიცერი და 7 ჯარისკაცი და რომ ეს, სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეთა უკვე მესამე ნაკადი იყო.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სოფიო ალექსანდრეს ასულ ბუჩქიევას ჰყვადა ძმები ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სემიგლაზოვი იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ კისლოვოდსკიდან თბილისში ჩამოვიდა დრამატული მსახიობი ბუტკევიჩი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფეფედოვის ხარჯებით ორგანიზებულ კვარტეტში შედიოდნენ პროფესორები: ვიქტორ რობერტის ძე ვილშაუ, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მინიარი, თ. ს. კაცი და სემიგლაზოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის დირექტორ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინს შეუთავაზებია ნიკოლაი ნიკოლაევისთვის პროფესორის ადგილი თავის დაწესებულებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მხატვარი ალექსანდრე ბენუა, რომელიც პეტროგრადიდან თბილისს მოემგზავრებოდა, იქ ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინთან აპირებდა გაჩერებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისში პეტროგრადიდან უნდა ჩამოსულიყო ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ბენუა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თ. ს. კაცი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

