რეგისტრირებული ფაქტები89977
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების მოსმენის შემდეგ მთავრობამ დაადგინა, ქუთაისის სამაზრო გამომძიებლის მოვალეობის აღმსრულებელი ვ. გოცირიძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დანიშნულიყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში საქართველოს ყოფილი კონსული პეტროგრადში ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებდა რილიაევებს, რომ ნინო სკლოჯიო კარგად იყო, ასევე სწერად, რომ მასთან იყვნენ მარიამ ჩოლოყაშვილისა და ნატალი ჭავჭავაძისა, რომელიც ავეჯს ჰყიდდა და ამით ცხოვრობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ალიბეგოვი მე-2 გილდიის ვაჭარი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში მ. კ. როხლინა სახალხო უნივერსიტეტის გამგეობას შეუთანხმდა, რომ სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდამდე ის ყოველთვიურად 5 მანეთს გადაიხდიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იოსებ მონადირაშვილის საეკლესიო გუნდი ქაშვეთის ეკლესიაში შეცვალა ილია კარგარეთელის გუნდმა, რომელიც ადრე სიონში გალობდა და ქართული საეპარქიო ხორო ერქვა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში ეკატერინე გაბაშვილის ინიციატივით პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა.

