რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი ვალერიან გუნიას „და-ძმის“ მეხუთე მოქმედების პირველ სურათში რატილის ქართულ გუნდს შემდეგი სიმღერები უნდა შეესრულებინა: „სიმღერა სასიკვდილოდ განწირულთა“, „სიმღერა მხედართა“, „სიმღერა გმირთა", ხოლო დასასრულს „ლოცვა“ უნდა ეგალობა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი მისი პიესის „და-ძმისთვის“ საგანგებოდ შეკერეს მდიდრული ისტორიული ტანსაცმელი.
1892
ტიპი: ღონისძიება
ვალერიან გუნიას ბენეფისზე, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, შეგირდებს ლოჟის კუპონების შეძენა 50 კაპიკად შეეძლოთ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე დავით მიხეილის ძე იმნაიშვილმა ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებლის ბიბლიოთეკას წიგნები შესწირა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი სოფელ საგარეჯოში ჩავიდა საზოგადო ზვრების გაშენების თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში მსურველებს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მოსამზადებელ კლასებში იღებდნენ. კლასებს გაუძღვებოდნენ კიევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი მიხეილ ნიკოლოზის ძე სპილიტო და გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე მაქსიმეს ძე ვალობუევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში სწავლის მსურველებს განცხადებები უნდა ჩაებარებინათ მიხეილ სპილიტოსთან, პუშკინის ქუჩა N 4-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებულ ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებს გაუძღვებოდა პ. ფ. პალატნიკოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის 4-თვიანი კურსები ჩატარდებოდა თბილისში, მიხეილის პრ. N132-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომლის თანახმად, გაზეთი „ბრძოლა“ კონტრრევოლუციური ჭირის ძირშივე აღმოსაფხვრელად მთავრობას შერვაშიძისნაირი ქვეყნის მტრების დასჯისკენ მოუწოდებდა. ამით აფხაზეთი გასუფთავდებოდა კონსტანტინოპოლიდან მართული მოღალატეებისგან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ გაზეთის „ბრძოლა“ მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია ერთი წამითაც არ შეარყევდა მის რეპუტაციას და მაინც, მიუხედავად ამისა, საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. ავტორის თქმით, მისი ბათუმში ჩასვლის მიზეზი ნათესავის, კ. ლ. გელოვანისა და ბიძაშვილის, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის მონახულება და შეძლებისდაგვარად მათი ტყვეობიდან დახსნა ყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ ბათუმში ჩასულ შერვაშიძეს მოუხერხებია კ. ლ. გელოვანისა და მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის ტყვეობიდან განთავისუფლება. კავშირგაბმულობის პრობლემების გამო შერვაშიძე ბათუმში ჩარჩენილა და ვეღარ დაბრუნებულა სოხუმში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ ბათუმში ჩარჩენილ შერვაშიძესთან აფხაზეთიდან ჩამოსულა რამდენიმე პირი, ვინც მოახსენა მას, რომ ბოლშევიკები გაგრაში გამაგრებულან და სოხუმსა და კოდორის მონაკვეთზე აპირებდნენ თავდასხმას. ბოლშვიკებთან საბრძოლველად ქართული ჯარის ნაწილები კი გაუგზავნიათ, მაგრამ არასკმარისად. რაზმი სამას კაცს არ აღემატებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალეასნდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ შერვაშიძის მეგობრების ეჭვები ბოლშევიკების სოხუმზე გალაშქრების განზრახვის შესახებ გაზეთ „ბათუმსაც“ დაუდასტურებია. კერძოდ, იქ გამოქვეყნებულა ცნობა ბოლშევიკების გუდაუთაზე თავდასხმისა და სოხუმის მიმართულებით მათი სვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში ბოლშევიკების თარეშით შეშფოთებულ შერვაშიძეს თურქეთის ხელისუფლებისთვის მიუმართავს დახმარებისთვის. სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად მას თურქულ ჯარში მომსახურე აფხაზების მცირე რაზმის გაგზავნა უთხოვია. თურქულ მხარეს მისი თხოვნა დაუკამყოფილებია და თურქეთის ჯარში მომსახურე სამასი აფხაზი ჯარისკაცი ნავებით ოჩამჩირეში გაუგზავნია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. ავტორი საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიის მიხედვით, რომ შერვაშიძის თხოვნის შედეგად თურქეთს სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად სამასი აფხაზი ჯარისკაცი გაუგზავნია. რაზმს წაჰყოლია თვითონ შერვაშიძეც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის მიერ გაგზავნილი აფხაზთა რაზმი და ალექსანდრე შერვაშიძე შტორმის გამო შევიდნენ არა ოჩამჩირეში, არამედ ცხურგიდის ყურეში, რაც 25 ვერსტაზე მდებარეობდა სოხუმიდან და არა რამდენიმე ვერსტაზე, როგორც ამას შერვაშიძის მიმართ მტრულად განწყობილ გაზეთში „ბრძოლა“ წერდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ხუთი ნავიდან, რომელზეც თურქეთის ჯარში მომსახურე აფხაზი ჯარისკაცები იყვნენ, ერთს გზა არევია და უკან გაბრუნებულა ბათუმში. ამრიგად, შერვაშიძის თქმით, აფხაზთა რაზმი სამასზე ნაკლები სამხედროსგან შედგებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომელშიც ავტორი საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთ „ბრძოლის“ მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა განხილვას. სტატიის თანახმად, ბოლშევიკებისგან სოხუმის დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმთან სოხუმიდან ჩასულა გემი ორი პარლამენტარით, რომლებიც რაზმის მეთაურს, ჰაკი-ბეის გაესაუბრნენ. მას მოუხსენებია, რომ რაზმი ბოლშევიკებთან საომრად მიემართებოდა. ამის მერე პარლამენტარები სოხუმში დაბრუნებულან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს ეწვივნენ პოლკოვნიკი ჩხოტუა, პოდპოლკოვნიკი მარშანია, შტაბ-როტმისტრი შერვაშიძე და ლადი ემხვარი. თურქეთიდან ჩამოსული რაზმის მეთაურ ჰაკი-ბეისა და ალექსანდრე შერვაშიძეს დაურწმუნებია დელეგაცია, რომ ისინი ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდნენ აფხაზეთში და მხოლოდ ქართულ რაზმთან შეთანხმებით იმოქმედებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს ეწვივნენ პოლკოვნიკი ჩხოტუა, პოდპოლკოვნიკი მარშანია, შტაბ-როტმისტრი შერვაშიძე და ლადი ემხვარი. ოფიცრებს აფხაზთა მეთაურ ჰაკი-ბეისთვისა და ალექსანდრე შერვაშიძისთვის კოდორში დელეგატების გაგზავნა შეუთავაზებიათ. კოდორშივე ჩავიდნენ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლები სოხუმიდან. თურქი აფხაზების მეთაურ ჰაკი-ბეის თანხმობა განუცხადებია ოფიცრების შეთავაზებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს სოხუმიდან ჩამოსული ოფიცრების წინადადებით დელეგატები გაუგზავნია კოდორში, თუმცა ისინი რაღაც ხნის მერე უკან დაბრუნებულან. თურმე კოდორამდე არმისულთ შეუტყვიათ, რომ ქართული ჯარები განურჩევლად ყველას აჩერებდნენ და განაიარაღებდნენ. მათ კოდორელი მილიციონრებიც კი დაუტყვევებიათ. მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად შერვაშიძე სასწრაფოდ გამგზავრებულა ბათუმში. მას უნდა გამოეთხოვა თურქეთის ხელისუფლებისგან ტრანსპორტი აფხაზთა რაზმის ბათუმში ჩამოსაყვანად. ტრანსპორტის ჩამოსვლამდე ქართული მხარე თურქ აფხაზებს თავს დასხმია, თუმცა რაზმს როგორღაც მოუხერხებია თავის დაცვა და მოგვიანებით ჩამოსული ტრანსპორტით ბათუმში დაბრუნებულა.