რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობაზე გზათა მინისტრი ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე დამსწრეებს მთავრობის სახელით მიესალმა, აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი სურსათის საკითხის მოწესრიგება იყო და იმედი გამოთქვა, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად ახლო მომავალში ყუბანის ოლქიდან პურსა და სურსათს შემოიტანდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბრამდე კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბერში ვლადიმერ ჯიბლაძე გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში გაგრის ფრონტზე ჯარის ნაწილები სახალხო გვარდიამ შეცვალა. ვალერიან თევზაძე სახალხო გვარდიის შტაბში დარჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ი.ლორთქიფანიძის 1918 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით, სამმართველოებისა და განყოფილებათა უფროსებს დაევალათ, დაქვემდებარეული მოსამსახურეებისთვის გამოეცხადებინათ, რომ ყველა შუამდგომლობა და თხოვნა მინისტრისთვის მათი უშუალო უფროსის გავლით უნდა გაეგზვნათ. ამ ბრძანების დამრღვევთ მკაცრი დისციპლინური სასჯელი დაეკისრებოდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი; მთავარგამგეები: დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი და გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე; კანცელარიის დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი პეტრე მიხეილის ძე ჩარექიშვილი.

