რეგისტრირებული ფაქტები81317
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯღუნა წიკლაურმა და გიორგი ფიცხელაურმა თითო მანეთი შესწირეს სკოლას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფრენკელმა აღნიშნა, რომ გაზეთმა „დროებამ“ სასტიკ ბოროტმოქმედ ტატო წულუკიძეს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ნაყოფი უწოდა და სინანული გამოხატა მისი ხვედრის გამო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით თელავის საფოსტო კანტორის VI კლასის მოხელე, კოლეგიის მდივანი კონსტანტინე მაჭავარიანი იმავე კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!" მონაწილეობა უნდა მიეღოთ საფაროვისას, ავალიშვილისას, ჩერქეზიშვილისას, ტარიელოვისას და აგიაშვილისას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე სიტყვა წარმოთქვა ა. ს. ფრენკელმა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 იანვარს ლაბორატორიის ქუჩაზე მარიამ ჭილაშვილის სახლს ცეცხლი წაეკიდა, რომელიც ცეცხლისმქრობელმა რაზმმა ჩააქრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლაზარე გელიაიძემ სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, 1 მანეთი გაიღო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაჩა სეხნიაშვილმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა, 75 კაპიკი გაიღო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი გიგაურმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, 6 კაპიკი გაიღო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა ქირიკაშვილმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, მანეთი გაიღო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიგაურმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, მანეთი და 20 კაპიკი გაიღო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ადმინისტრატორად სამსონ დათეშიძე აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მდივნად ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე სილოვან ხუნდაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1891
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე გიორგი წერეთელი სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ქართული წიგნების ბეჭდვის ახლად დაარსებულ ამხანაგობის კრებაზე კოტე ბაქრაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე კ. გოცირიძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით კაპიტანი ყარანგოზოვი დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის კავკასიის მსროლელთა მე-2 რაზმში გადაიყვანეს.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის მახლობლად თბილისის მცხოვრებ მიხეილ კერაშვილის დასახიჩრებული გვამი იპოვეს, რომელიც, როგორც პოლიციამ დაადგინა, 11 იანვარს ფეხით წავიდა წყნეთში, ბილიკზე ფეხი დაუსხლტა და ხევში გადაიჩეხა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 იანვარს ქუთაისში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დ. ა. თუმანოვმა მოხსენება წაიკითხა ფოთში ელევატორის გამართვის შესახებ, რაც, მომხსენებლის აზრით, ხელს შეუწყობდა ქუთაისის გუბერნიაში მესიმინდეობის განვითარებას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავის საზოგადო კლუბში გამართული თავად-აზნაურთა კრების თავმჯდომარე იყო ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილი.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 16 იანვარს ილია ჯორჯაძე თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კაცი მაღაზიას ფლობდა თბილისში სასახლის ქუჩაზე.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი და გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იუწყებოდა, რომ თბილისში ჟურნალის გამოწერა შესაძლებელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიასა და თვით ჟურნალის რედაქციაში.