საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89965

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს გამართული საქართველოს ტერიტორიაზე ტექსტილის მრეწველობის განვითარებით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირების სათათბირო კრების თავმჯდომარე იყო საქართველოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაიხმარდა კომიტეტს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მინისტრად გახდომა მიულოცა. ჟურულმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს მილოცვისათვის და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებს ჯერ კიდევ ქალაქის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა და მეტად აფასებდა მათ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არ. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ ჟურულს. მიუთითა რა, რომ საბირჟო კომიტეტი რუსეთის უძველეს სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას წარმოადგენდა, მილოვმა მინისტრს სთხოვა, თბილისის კომიტეტი თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა, რომელიც ფინანსებისა და ვაჭრობა-მრეწველობის საკითხებში გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტებისგან შედგებოდა, მომსახურება შესთავაზა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მას მინისტრად გახდომა მიულოცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფ. ივანე ჯავახიშვილი თელავს გაემგზავრა ორი კვირით დასასვენებლად. მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საბჭოს მდივანი პროფ. იოსებ ყიფშიძე

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი ბესარიონის ძე გველესიანი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე და გალობის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სილოვან დარისპანის ძე წაქაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კონდრატი დავითის ძე გოგიაშვილი 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ დავითის ძე სალაძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვის და ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ლავრენტის ძე ნემსიწვერიძე 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზიკური კულტურის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ტყებუჩავა ქუთაისის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული იოანე ალექსანდრეს ძე ცქიტიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრა ვასილის ასული ცქიტიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელენე დიმიტრის ასული ნაზაროვა 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონდრატე ექვთიმეს ძე ინასარიძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ივანე გრიგოლის ძე კაციტაძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი ეგნატეს ძე კენკაძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი რაჟდენის ძე კაჭკაჭიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ ლუარსაბის ძე ვაჩეიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული პლატონ სპირიდონის ძე ღიბრაძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს არჩილ სტეფანეს ძე სულავა 1902 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული – მიტროფანე ბესარიონის ძე ხოშტარია 1916 წელს დაარსებულ აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკო მიხეილის ძე მიმინოშვილი 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.