საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89965

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-75 წლებში გრიგოლ მარკოზის ძე დევდარიანი საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 15 აპრილს საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აკურთხა განახლებული წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-1917 წლებში ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-98 წლებში მათე თომას ძე მებურიშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1913 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-17 წლებში ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭირაქაძე სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 10 იანვარს სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810 წელს სვიმონ დავითის ძე კამკამიძე საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 ნოემბერს თბილისის გამგეობაში ექიმ ლუნკენის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი განიხილეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გუნიბის რაიონის გადასახადთა ინსპექტორი, ტიტულოვანი მრჩეველი კოშელევი კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 ნოემბერს თბილისის გამგეობაში გამართულ სხდომაზე განიხილეს ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი. სხდომაზე მიწვეული იყვნენ უმიკოვი, რაზამატი და ქალაქის ინჟინერი ტ. ა. ენფიანჯიანცი.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისის საბაღოსნო სკოლა დაამთავრა 9 კაცმა, მათ შორის იყვნენ ქართველები: ბეგაშვილი, გამცემლიძე, ტერიშვილი, ქვლივიშვილი და ჯავახიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს საზოგადოების ახლად გარდაცვლილ წევრს, ქალაქისთავ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-1913 წლებში ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის პირველ თებერვალს რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გიორგის ძე გოგსაძე გარდაიცვალა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-17 წლებში სპირიდონ ოქროპირის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-86 წლებში გრიგოლ გიორგის ძე ჯუღელი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 20 ნოემბერს ახლად დანიშნული სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქუთაისში ჩავიდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი პეტერბურგში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვარს, საღამოს, არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კათოლიკე სოგრატ მირაქაშვილი მეაბრეშუმე იყო.