საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 29 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტევის ნაცვლად პრეზიდენტად გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აირჩია.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 19 მარტს კიევში დავით წერეთელი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისს სათავადაზნაურო თეატრში რუსულმა დასმა წამოადგინა სამმოქმედებიანი ოპერეტა „პალერმოელი მომღერალი”. მსახიობებიდან დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება კრონენბერგმა, რეზუნოვმა და ბოღდანოვმა დაიმსახურეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 20 ოქტომბერს რკინისგზის მიმოსვლის უფროსი, ი. ს. შაიკევიჩი პეტერბურგში გაემგზავრა და მის თანამდებობის აღმასრულებლად ჟუკოვსკი დატოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის აზრით, ფაქტი, რომ ჟორდანიამ თავისი მოხსენება წაიკითხა კერძო დაწესებულებაში და არა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, მეტყველებდა იმაზე, რომ მოხსენებაში ჩამოყალიბებული პრინციპები თვითონ მომხსენებლის პირადი შეხედულებების შედეგი იყო მხოლოდ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის თქმით, ჟორდანიას მოხსენების კრიტიკა მხოლოდ მისი შეხედულებების კრიტიკა გახლდათ და არა მთლიანად მთავრობისა. თუმანოვი ბრალს სდებდა ჟორდანიას ვიწრო პარტიულ აზროვნებაში და სახელმწიფოებრივი ხედვის არქონაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიის თანხმად, თავის მოხსენებაში, რომელიც თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე წაუკითხავს, ჟორდანია სოციალ-დემოკრატებს მოუწოდებდა, შეექმნათ სახელმწიფო, რომელიც პირველ რიგში უპოვართა კლასის ინტერესებს დაიცავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანიას სახელმწიფოს მომავალი წყობის ჩამოყალიბების გეგმა დაუსახავს, ის პროგრამა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიიყვანდა სოციალ-დემოკრატებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანია გამოთქვამდა იმედს, რომ სოციალ-დემოკრატები მიაღწევდნენ დასახულ მიზანს, მარცხის შემთხვევაში კი ისტორია შეაფასებდა მათ ნამოღვაწარს, როგორც სწორ გზას. თუმანოვის აზრით, ჟორდანია წინასწარ იმართლებდა თავს და თავის მარცხსაც გამარჯვებად სახავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განიხილულია ნოე ჟორდანიას მოხსენება, წაკითხული თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, საქართველო უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა გამხდარიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც განხილულია ნოე ჟორდანიას მოხსენებას, წაკითხული თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, რესპუბლიკას სახელმწიფო სახსრებით არ უნდა დაექვემდებარებინა ხალხი ბურჟუაზიისთვის და ამავე დროს საწარმოო ძალთა განვითარებისთვის შეეწყო ხელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, მათ უნდა აეშენებინათ სახელმწიფო, რომელიც მისცემდა საშუალებას, განეხორციელბინათ საზოგადოებაში სოციალისტური გარდაქმნები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საქართველოს კონსტიტუცია სპეციალურ კრებას უნდა შეემუშავებინა და შემდეგ ხალხს დაემტკიცებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საქართველოს შემდგომი საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტს უნდა ეწარმოებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ სავალდებულო ან ფაკულტატიურ რეფერენდუმზე უნდა განეხილათ და დაემტკიცებინათ. მაგ. კანონები, რომელიც შეეხებოდა ხალხის ეკონომიკურ მდგომარებას, განათლებას, ომისა და მშვიდობის საკითხებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მთავრობის თავმჯდომარესა და ერთ-ორ მთავარ მინისტრს, მაგ. შინაგან ან საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაეკისრებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაცია არა მთავრობის მიერ იქნებოდა დანიშნული, არამედ არჩეული ერობისა და ქალაქის თვითმართველობების მიერ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებული იქნებოდა პარლამენტსა და ხალხს შორის, ხოლო აღმასრულებელი – მთავრობასა და თვითმართველობებს შორის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მოსამართლეები ერობისა და ქალაქის თვითმართველობების მიერ აირჩეოდა და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისინი პერიოდულად შეიცვლებოდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, სახელმწიფოს არ ეყოლებოდა მუდმივი ჯარი, არამედ – სახალხო მილიცია. ეს მდგომარეობა ძალაში შევიდოდა ომის დამთავრებისთანავე და საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან ერთად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანია კატეგორიულად უარყოფდა საქართველოში ფედერაციული წყობის დამყარებას ან შვეიცარიული კანტონების მსგავსად ქვეყნის დაყოფას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „წერილები პოლიტიკაზე“ განხილულია ნოე ჟორდანიას მოხსენება, წაკითხული თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, სახელმწიფო წყობა დემოკრატიული უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავდა, რომ ხალხს არა მარტო პარლამენტის წევრები უნდა აერჩია, არამედ – კანონების აღმსრულებლები, ადმინისტრატორები, მოსამართლეები და ა. შ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მომავალ სახელმწიფოში არ იქნებოდნენ მთავრობის ჩინოვნიკები, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული მოხელეები, რომლებიც დაემორჩილებოდნენ არა მთავრობას, არამედ – ხალხს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, ჟორდანიას მიერ დასახულ სახელმწიფოს შენების პროექტში სიმძიმის ცენტრი საკანონმდებლო საქმიანობაშიცა და ქვეყნის მართვაშიც ცენტრალური ინსტიტუტებიდან, რომელიც ასევე ხალხის მიერ იყო შექმნილი, გადავიდოდა თვითონ ხალხსა თუ ადგილობრივად არჩეულ პირებზე. სწორედ ეს იყო დემოკრატიულ და საპარლამენტო რესპუბლიკებს შორის მთავარი განსხვავება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, ჟორდანიას მიერ შემოთავაზებული სახელმწიფოს შენების პროექტის მიზანი იყო ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ მისცემდა ბურჟუაზიას სახელმწიფო აპარატის დახმარებით ხალხზე გაბატონების საშუალებას და საზოგადოების სოციალისტურ გარდაქმნას გაუხსნიდა გზას.