საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89931

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 25 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი ივლისიდან სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი ბუღალტრის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვის პირადი საქმის მიხედვით, სახალხო სკოლების ინსპექტორი და განათლების სამინისტროს საბუღალტრო საქმეების მომწესრიგებელი იყო კონსტანტინე მიხეილის ძე მიხაილოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით სოფელ ვეჯინში დაარსდა საზოგადოების განყოფილება. შემოიტანეს საწევრო და თხოულობდნენ დამტკიცებას. გამგეობამ გადაწყვიტა ვეჯინის განყოფილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი სათამბაქო წესდების შეცვლის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განათლების მინისტრის კანონპროექტი სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტისთვის ათას ცხრაას სამოცი მანეთის გადაცემის შესახებ გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განათლების მინისტრის კანონპროექტი თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის მთავრობის გამგეობაში მიღების შესახებ გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, ფინანასთა მინისტრის კანონპროექტი ქუთაისისა და თბილისის საადგილმამულო ბანკების წესდების მუხლების შეცვლის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი დამატებითი კრედიტის გაცემის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს სამანდატო კომისიის მოხსენება მემედ-ბეგ აბაშიძის საბჭოს წევრად აღდგენის შესახებ. საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აღნიშნული კანდიდატურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ბელადონის ფოთლის მოკრეფისა და ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს აგრარული კომისიის დადგენილება, რომლითაც უარყოფილ იქნა მიწადმოქმედების სამინისტროს კანონპროექტი ქალაქგარეთ მდებარე მამულებზე ნასყიდობის, ან საკუთრების უფლების შეზღუდვის აქტების შედგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის დადგენილება, რომლითაც უარყოფილ იქნა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება საერობო არჩევნების გადადების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და უცვლელად დაამტკიცეს კანონპროექტი 1917 წლის 25 ივლისის მუშათა დამზღვევო კანონის 65 მუხლის შეცვლის შესახებ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 5 აგვისტოს ოდესის კადეტთა კორპუსის მერვე კლასის მოსწავლე ლეონიდე კვიტაშვილმა განათლების სამინისტროს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შესაბამისი პროგრამით გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. სხდომას თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს სამსონ დადიანის მიერ შემუშავებული რესპუბლიკის ჯარის დებულება. გაიმართა კამათი. მომხსენებელს დაევალა შემდეგი სხდომისთვის წარმოედგინა შემუშავებული რედაქცია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 აგვისტოს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში საქართველოს რესპუბლიკის თბილისის დაკავების ადგილების ინსპექტორი ითხოვდა ინფორმაციას ავლაბრის რაიონის ყოფილი წითელგვარდიელის და შემდეგ უკვე თბილისის ციხის დაცვის უფროსის, ზაქარია თალიკაძის საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობას თალიკაძის მიერ ამ თანამდებობაზე დატოვების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს მუსლიმთა თემი, რომლის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, ხოჯა ცივაძე და ვ. მჟავანაძე, უგზავნიან წერილს განათლების მინისტრს ქობულეთში სკოლის დირექტორის დანიშვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს კიევის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი პეტრე სარდიონის ძე ლანდია სთხოვს განათლების სამინისტროს რომელიმე სკოლაში მუშაობის დაწყებას, ვინაიდან დედის ავადმყოფობის გამო ვეღარ ბრუნდება სასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგებმა – ელენე მიხეილის ასულმა მამულაშვილი-ლავროვსკისამ, ქეთევან მიხეილის ასულმა ჯავახიშვილმა და მარია რომანის ასულმა ღვინიაშვილმა – განათლების სამინისტროს მისწერეს, რომ ისინი უმიზეზოდ დაითხოვეს სასწავლებლიდან და სათანადო რეაგირება სთხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 აგვისტოს გაიმართა განათლების სამინისტროს მიერ დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, სხდომას არ დაესწრო საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტროსთან დაარსებულ სამთა კომისიის 1918 წლის 2 აგვისტოს სხდომა მიეძღვნა ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებას. სხდომის თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფ. პეტრე მელიქიშვილი, სახელმწ. კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგ. საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა – საგანგებო ბარათით მიწვეული, სხდომას არ დაესწრო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ყოფილი პოლიციელი პორფილე ვარშალომიძე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს სწერდა, რომ მის შვილებს – მოსკოვის საქალებო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების სტუდენტ ეკატერინას, 14 წლის ალექსანდრესა და თბილისის ქალთა ინსტიტუტის სტუდენტებს, თამარსა და ელენეს – ოზურგეთის მაზრის კომისარი ეხმარებოდა.