საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91197

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ლუკიანე გიორგის ძე ხარაძე თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 სექტემბერს II კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობის დროებითი შემსრულებელი თ. ს. ლაფერაშვილი ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს მომავალი წლიდან შეგირდების 100 მერხის, მასწავლებლის მაგიდებისა და სკამების მიწოდებას სთხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბრიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე ბაქოდან თბილისში დაბრუნდა და საქართველოს გასაბჭოებამდე პროფკავშირებში მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში სასტუმრო „ფირუზაში“ ყუმბარის აფთქებისას რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთლის სურათი აღმოაჩინეს. წერეთელი საგანგებო რაზმმა ერთი საათის შემდეგ დააპატიმრა და საქმის გამოძიება დაიწყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში პ. მეგრელიშვილმა რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობა გახსნა და პრეზიდიუმის არჩევა მოითხოვა. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მაჭარაძემ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ძამანაშვილი დაასახელა, მის მოადგილეებად – პ. მეგრელიშვილი და პატარიძე, მდივნად – კლიმენტი ბოკერია, მდივნის მოადგილედ – ჭყონია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში განათლების სამინისტრომ გილდა განსის ასულ ზაქარიანსა და ვარსენიკ სერმის ასულ სტეფანიანს თბილისში ახალი ენების კურსების გახსნის უფლება მისცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გამართულ საპატიო მანდილოსანთა კრებაზე შეიმუშავეს თბილისში ლატარიის დღის მოწყობის პროგრამა და მანდილოსნებს გაუნაწილეს მოვალეობანი. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე მ. რამიშვილისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში ბოროტმოქმედები სადგურ მუკუზანს დაესხნენ თავს. სროლის დროს საინტენდანტოს წარმომადგენელი ობხუზოვი მოკლეს. დამნაშავეებმა გაქცევა შეძლეს. თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით სადგურის მეისრე ნაპირელი და რემონტის მუშები, სამი ძმა ხომასურიძე, დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საბჭომ საპარლამენტო ენის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ოფიციალურ სახელმწიფო ენად ქართული აღიარეს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს საბჭოში დედაენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1887-1918 წლებში ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ გიორგის ძე წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს მოქალაქე იარალოვი განათლების მინისტრის ბრძანებით თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიას შესაბამის კლასში უნდა მიეღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ ბეროს ძე ჟღენტი ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

მაღალი განყოფილების სკოლის პედაგოგის ცენზის მქონე ალექსანდრე იუსუფის ძე შჩეპანსკი 1918 წელს ზესტაფონის უმაღლესი საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლუკა ანტონის ძე კელენჯერიძე ზესტაფონის უმაღლეს დაწყებით საშუალო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ნადეჟდა აბესალომის ასული აბდუშელიშვილი ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული – ალექსი გაბრიელის ძე ცანავა 1918 წელს დაარსებულ ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული მელქისედეკ სიმონის ძე ჭუბაბრია 1918 წელს დაარსებული ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი 1918 წელს დაარსებული ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სოსო გიორგის ძე კიკაჩეიშვილი საჩხერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მარგარიტა ივანეს ასული მაჭავარიანი საჩხერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული რაისა ონისიმეს ასული სანიკიძე საჩხერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი საჩხერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი საჩხერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ერმილე კირილეს ძე მიქელაძე 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.