რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს, ნათელა ლეონიდეს ასული ბარათოვას გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე, 12 საათზე გაიმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ედუარდ ნაპრავნიკი იყო კომპოზიტორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ გაიმართებოდა დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამო მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით გასამართი დრამისა და ოპერის ამხანაგობის კონცერტი უფასო იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამოზე, რომელსაც უხელმძღვანელებდნენ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძე, წარადგენდნენ: დუელის სცენას „ევგენი ონეგინიდან“, ჟანრობრივ სურათს „ოდესელები“, კომედიურ ვოდევილს „წითელი ქალი“, დიდ საკონცერტო ნაწილსა და ბალეტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სტომატოლოგი თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე პაციენტებს იღებდა ყოველდღიურად, გარდა კვირისა, დილის 9-დან 2-მდე და საღამოს 5-დან 6 საათამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სტომატოლოგი თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე პაციენტებს იღებდა მესხიევის სახლში, რომელიც მდებარეობდა კალოუბნის N8-ში.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის კოოპერატიული გაერთიანების კავშირში ინსტრუქტორის თანამდებობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ცოფიანი კატის მიერ დაკბენილ ფოთის მცხოვრებ მელანია ნაუმცევისას, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში მოათავსეს, პასტერის მიერ შექმნილი წამლით მკურნალობდნენ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 23 დეკემბერს ლეონტი კიკნაძემ და მისმა თანამზრახველებმა ბიჭია კიკნაძე მოკლეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 მაისს გორში რკინის ხიდი აკურთხეს. კურთხევის ცერემონიას ივანე ამილახვარი, გრიგოლ გოლიცინი და პეტრე იანოვსკი დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა თბილისის მთავარანგელოზის ეკლესიას საჭირო ხე-ტყის მასალა გადასცა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 მაისს ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა სურამიდან ხაშურში გადაიტანეს. თანამშრომელთა ნაწილიც ხაშურში გადავიდა სამუშაოდ. მათ შორის იყო ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსი ალექსანდრე სიმონის ძე მაჭარაშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 16 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სიმონ დავითის ძე გუგუნავა ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 მარტს ოზურგეთში გაიმართა თავად-აზნაურთა კრება, რომელზეც განიხილეს ოზურგეთსა და ნატანებს შორის რკინიგზის გაყვანის საკითხი. კრებას უძღვებოდნენ სიმონ დავითის ძე გუგუნავა, ნიკო თავდგირიძე და გრიგოლ ჯაყელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ალექსანდრე ოქროპირიძემ მოახსენა, რომ მცხეთის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფინანსური დახმარების მისაღებად ხელმოწერებს აგროვებდნენ. გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მეუღლესთან ერთად მცხეთის ტაძარი მოინახულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, სოსიკო კოლელიშვილმა და მ. იანქოშვილმა სოფლად ქოლერით დაზარალებულებს თითო მანეთი შესწირეს
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 მარტს გურიის თავადაზუნრთა კრებაზე თ. ნ. თავდგირიძემ წამოაყენა წინადადება საზოგადოების დაარსების შესახებ, რომელიც უნდა გაძღოლოდა ოზურგეთსა და ნატანებს შორის ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის საქმეს. კრების თითქმის ყველა დამსწრე ჩაეწერა ამ საზოგადოების დამფუძნებელ წევრად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მარტს სოფელ ძიმითში აკურთხეს ერთკლასიანი სკოლა. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ძიმითის სკოლის მასწავლებელი ბ. დ. ერქომაიშვილი.