საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81216

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ განცხადება შეიტანა ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თაობაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად არჩევა წერილით მიულოცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ დარღვევების გამოსასწორებლად ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნა და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვა მოეთხოვათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლებმა წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობეს, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალებოდა 250 და არა 300 მანეთის აკრება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ თონეთის სკოლის პედაგოგი ერთი თვის ჯამაგირით დაეჯილდოვებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლი შეეძინათ, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო მისი წინადადება არ დააკმაყოფილეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 იანვარს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა მიხეილ მაჩაბელს მისწერა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხდა ამის გამო და აპირებდა, თავად-აზნაურთა კრებაზე დაესვა საკითხი ილიასთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 7 დეკემბერს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა წერილით აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მიტროფანე ლაღიძემ გოლოვინის პროსპექტზე გახსნა გამაგრილებელი წყლების საფირმო ქარხანა, რომელზეც ქართული წარწერა რუსულის ზემოთ განათავსა. ამის გამო დაჭერა ემუქრებოდა და ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით გაათავისუფლეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად დაამოწმებინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დარჩებოდა მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ილიას მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება კი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 19 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს შეახსენა, აღეძრა შუამდგომლობა სახელმწიფო საბჭოში თბილისის გუბერნიის მიწათმფლობელებისთვის კიდევ ერთი წევრის დამატების უფლების მისაცემად.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილს მიუძღვნა ექსპრომტი „ამ შენს სახეს...“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ წესდებაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ თავმჯდომარეობა ნიკოლოზ ცხვედაძეს გადააბარა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 დეკემბერს ანტონ ფურცელაძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, 10 დეკემბერს მისულიყო თბილისის საადგილმამულო ბანკში, სადაც შეიკრიბებოდნენ თავადაზნაურობის მარშლები და დეპუტატები.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა გამოსცა კრებული „ქართველი მწერლები“, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „გუთნისდედა“, „ელეგია“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ივანე ჯავახიშვილის ლექციას საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ელისაბედ მდივანმა-წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.

1994

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ბარამიძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქ. თელავში თელავის „დესეტნიკმა" ჯაშიაშვილმა რევოლვერით სახეში დაჭრა თიანეთის მაზრიდან დროებით ჩამოსული თუში ქადაგიძე.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის თებერვალში ა. ნ. ასათიანი ქალაქ ქუთაისის მოურავი იყო.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი სანაოსნო კომპანიას ფლობდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სოფელ ნაესაკაოში.