რეგისტრირებული ფაქტები81196
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს პეტრე ბახტურიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ორგანოს, გაზეთ „სიტყვა და საქმეს“.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წლის მარტიდან 1943 წლამდე პეტრე ბახტურიძე მუშაობდა გაზეთის „ლენინის გზით“ პასუხისმგებელ მდივნად.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლიდან პეტრე ბახტურიძე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „წითელი არმიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, შემდეგ კი – გაზეთ „საბჭოთა მწერლის“ რედაქტორი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიამ დიმიტრი სოლსკის დავალებით აცნობა, რომ მასთან წარსადგენად მარიას სასახლეში უნდა გამოცხადებულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იონა მეგრელიძე წავიდა თბილისში, სადაც ხან დაწესებულებებში მსახურობდა, ხან კი ფიზიკური შრომით უწევდა თავის რჩენა.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940 წელს ლევან ასათიანი იყო მოსკოვის გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტას“ საქართველოს კორესპონდენტი.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939 წლიდან ლევან ასათიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების კონსულტანტად.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლიდან ლევან ასათიანი თანამშრომლობდა ყველა საბჭოთა გამოცემასთან, რომლებშიც ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომებთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს თანამედროვე საბჭოთა მწერლების შემოქმედების შესახებ.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წელს სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა განყოფილების გამგედ გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქციაში.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930 წელს სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატში, საუწყებო ჟურნალისა და გაზეთის რედაქციებში რედაქტორად, ხან კი განყოფილების გამგის თანამდებობაზე.