რეგისტრირებული ფაქტები81196
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე შეხვდა ჟურნალისტ მალაქია ბოლქვაძეს. მათ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების ფუქსავატურ ცხოვრებასა და იქაურ ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების უმოქმედობაზე ისაუბრეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტისგან ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის დადასტურება მოითხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლიდან მიღებული ანგარიში განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძესთვის შენობის საქირავებელი თანხა გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ წინარეხის, ბათუმისა და ხელთუბნის სკოლებისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა შემოწირულობის სახით საცირკო წარმოდგენიდან შემოსული თანხა მიიღეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა მიიღეს დადგენილება, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ქართული თარგმანი დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად საცენზურო კომიტეტისთვის გაეგზავნათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 18 მაისს ქართულ დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მარტს პოლიციის მე-5 ნაწილში სტეფანე სარქისოვის სახლიდან მოიპარეს ფული და სხვადასხვა სახის ნივთები, სულ 300 მანეთისა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ შედგენილი ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ანგარიშის თანახმად, გეგმის პირის გადაღებისთვის ო. ფანიევს 15 მანეთი გადაუხადეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს თბილისის საადგილმამულო ბანკიდან ოლღა ჭავჭავაძის სახელზე მიუვიდა ოფიციალური ცნობა, რომ 20 000 მანეთად დაგირავებული საგურამოს მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდათ 1890. 25 მანეთი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 ივლისს ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე ვიქტორ კუვშინოვმა ილია ჭავჭავაძეს გადაუღო ფოტო, რომელზეც ის სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 ოქტომბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის თავისი მისაღები თანხის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ წარდგენილი ანგარიში და თხოვნა სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ. ამ წლის სესიების დასრულებამდე ილიას 1907 წლის ანაზღაურების მიცემაზე უარი უთხრეს.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული თბილისში, ანდრეევსკის ქუჩაზე, მდებარე კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 830. 43 მანეთი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 752. 88 მანეთი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებთან ერთად დაესწრო წინამძღვრიანთკარის სკოლის გამოცდებს და ახალგაზრდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 19 სექტემბერს თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო პენსიის მიცემა შეუჩერდა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წლიდან მიტროპოლიტი ანტონი სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.