საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32191

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსანდრე გარსევანიშვილის წერილი, რომელშიც ის საუბრობს იმ მიზეზებზე თუ რატომ გადაიტანა სკოლა სხვა ადგილზე. გამგეობამ ფაქტის დროულად შეუტყობინებლობის გამო გარსევანიშვილს საყვედური გამოუცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, გიორგი კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ 8 თუმნის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ სორის სამრევლო სკოლის მზრუნველმა გიორგი დავითის ძე ჩიკვაიძემ, რომ სკოლისთვის გაეგზავანათ სასწავლო წიგნები უფასოდ ან ნახევარ ფასად. გამგეობამ სორის სამრევლო სკოლას ნახევარ ფასად გაუგზავნა სასწავლო წიგნები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფიო დავითის ასულმა ციციშვილმა, დახმარებოდნენ ფულით ან სასწავლო ნივთებით სამთავროს დედათა მონასტრის მასწავლებლებს საკვირაო სკოლის გახსნისთვის სოფელ მცხეთაში. გამგეობამ მათ ერთი თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სკოლათა ზედამხედველმა თედო ჟორდანიამ, რომ სკოლებისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ თ. ჟორდანიას თხოვნა დააკმაყოფილა და ასევე მოითხოვა საჭირო წიგნთა სია გამოეგზავნათ საზოგადოებისთვის.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარი ნოე ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვს, გაზეთ „ისარში" გამოაცხადონ, რომ ფოთის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები კისრულობენ, ვიდრე სამსახური ექნებათ, ყოველთვიურად შეეწიონ ილიას ფონდს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარ ნოე ჟღენტის ცნობით, ილიას ფონდისთვის ერთჯერადი შესაწირი გაიღეს ვ. ბ. ხარაბაძემ (10 მან.) და მიხეილ დარახველიძემ (8 მან.).

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გიორგი რევაზის ძე ვაჩნაძემ და რამონ ვაშაყმაძემ გადაიხადეს საწევრო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ახლად გათავისუფლებული კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის შესახებ დაადგინა, რომ მისთვის გამოეცხადებინა მადლობა კავკავის სკოლაში 10 წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ეთხოვა, არ მოეკლო თავისი ზრუნვა სკოლისთვის მომავალშიც. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, კავკავის სკოლის გამგეობა ტიტე კახიძის ნაცვლად დროებით ჩაებარებინათ ამავე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო სკოლათა ინსტრუქციების გადამსინჯველი კომისიის პროტოკოლის განხილვა, რომელიც ეხებოდა ბათუმისა და კავკავის სკოლათა ინსტრუქციების შეცვლას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე მიქაბერიძის, ასევე ლევან ფურცელაძის თხოვნა საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილის დაკავების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 მაისს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად ნაკისრი ყოველწლიური შემოწირულობის ანგარიშში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 64 მანეთი და 96 კაპიკი. შეტყობინებას ხელი მოაწერეს: ბუღალტერმა სოფრომ ტარუაშვილმა, გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ ოთხმეზურმა და ალექსანდრე გალუსტოვმა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, მიღებული 1-ელიდან 16 ნოემბრამდე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 19 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სამუზეუმო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, მდივანი ლუარსაბ ბოცვაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე. სამუზეუმო კომისიის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და დავით ჯორჯაძე.

პირები
წყარო

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ საისტორიო საზოგადოების საბჭოს წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე და დეკანოზი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის საკითხი. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი გადაცემის მომხრენი იყვნენ, თუმცა გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით დაადგინეს, ბიბლიოთეკა და მუზეუმი საზოგადოების საკუთრებაში დარჩენილიყო, რადგან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას წკგ საზოგადოებაზე უკეთ პატრონობა არ შეეძლო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 მარტს სამუზეუმო კომისიის სხდომაზე განიხილეს ქართული მუზეუმის საკითხი. სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ სამუზეუმო კომისიის წევრები: ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი. წევრები: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

პირები
წყარო

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სურათებიანი ხელნაწერი შეიძინა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა. მან ხელნაწერი შეძენის დღესვე გამოართვა სარაჯიშვილს და წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგში ჩაწერა, როგორც სარაჯიშვილის მიერ შემოწირული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა ივანე ზურაბიშვილმა, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა, განემარტა გამგეობისთვის თუ რატომ მოხდა სკოლის სხვა ადგილზე გადატანა და რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული საკითხი საზოგადოებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვიმონ წერეთლის თქმით, მის მეუღლეს მარიამ არჩილის ასულ წერეთლისას კვლავ სურდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოს წევრი. მას ამის შესახებ უცნობებია კომიტეტის მდივან კირილე ლორთქიფანიძესთვის, რომელსაც შემდეგ გამგეობისთვის უნდა ეცნობებინა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, სწორედ ამიტომ ცხვედაძის აზრით, მარიამ წერეთლისა კვლავ უნდა აერჩიათ სამზრუნველო კომიტეტის წევრად. გამგეობამ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს საკითხი თავის დროზე არ უცნობებიათ გამგეობისთვის, მათ უკვე არჩეული ჰყავდათ სამზრუნველოს ახალი წევრი.