საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32172

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, გრიგოლ სვიმონს ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 291 მანეთისა და 71 კაპიკის დახმარება აღმოუჩინა აჭარისწყლის, ალიაბადის, გერგეთის, სენაკისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შეგირდებს, კავთისხევის, ჭრებალოს, ძევრისა და ღორეშის ბიბლიოთეკებს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საფინანსო კომისიის მოხსენება აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ გამოცემის თაობაზე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1909 წლის ხარჯთაღრიცხვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშისთვის 19 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 3-დან 9 ოქტომბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1120. 92 მანეთი და დაიხარჯა – 1495. 06.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ათანასე თევდორეს ძე ჯვარიშეიშვილისაგან ძველი ფულის შესყიდვის შესახებ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა 291 მანეთითა და 71 კაპიკით დაეხმარა გაბრიელ გოზალიშვილს, ანასტასია კაპანაძისას, უილიამ უორდროპს, ტოლსტოის გამოფენის კომიტეტსა და ტიმოთესუბნის მონასტერს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა განაცხადა საზოგადო კრების თარიღის დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადო კრებას 29 ნოემბერს მოიწვევდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, სიმონ აბაშიძე-გორლენკომ საწევრო – 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 და 1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი აბაშიძე საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე ამილახვარმა საწევრო – 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ილარიონ გამყრელიძემ, საზოგადოების დამხმარე წევრს, მარიამ დემურია-ივანიშვილს საწევრო – 6 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯები ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა დაამტკიცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების შესწორებაში 10 მანეთი გადაუხადეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ბაქოში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის განცხადება ხელთუბნის სკოლის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 23-დან 27 ოქტომბრამდე საზოგადოებას 22519.82 მანეთი ჰქონდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 19-დან 25 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 6216. 46 მანეთი და დაიხარჯა – 3490. 67.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 516. 85 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6244. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. საზოგადოებამ მათ გურიის ბიბლიოთეკის თანხიდან ხუთი თუმანი მისცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება საგურამოს სკოლის შენობის შესახებ.