საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება პეტროვსკში მყოფი ქართველი ტყვეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ გამგეობის წევრებს სოფელ მახაშის სკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ კურდღელაშვილს ვლადიკავკაზის მაცხოვრებლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან უჩივლეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგარეჯოს მოსახლეობის თხოვნა სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგიწმინდის მოსახლეობის თხოვნა სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს მიხეილ კავსაძემ და ილია კარგარეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისგან გურული სიმღერების ასლის გადასაღებად ნებართვა ითხოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და დავით კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ყოველთვიურად 25 მანეთის გადაცემა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნის გადაცემა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტის თხოვნა ნოვოროსიის ღარიბი ქართველებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას მოხსენება ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან იაკობ გოგებაშვილისთვის ათასი მანეთის მიცემის შესახებ. ეს თანხა უნდა შევსებულიყო იმ ფულით, რომელსაც საზოგადოება საეპარქიო საბჭოსგან მიიღებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისას მოხსენება თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დროებით დაკეტილი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაარსებულიყო წრე, რომელშიც იქნებოდა გამგეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ნიკო მარისთვის გაეგზავნათ პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი და მის შესახებ აზრის გამოთქმა ეთხოვათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველების თხოვნა ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ანა დავრიშევის დახმარების შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს იპოლიტე ვართაგავა, იუსტინე აბულაძე და მოსე ჯანაშვილი აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საფილოლოგო კომისიის წევრებად. მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის მარტში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორასის ნაცვლად ოთხასი მანეთის კრედიტი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ წერეთლის თხოვნა სალიტერატურო ფონდის თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 20 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ სეირნობის გამართვის შესახებ მოხსენება გააკეთა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვალს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ 7 თებერვალს დიდუბეში საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნა და კურთხევა იყო დანიშნული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.