საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29111

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დრამატული საზოგადოების დასის რეჟისორთა კოლეგია დასში თანამშრომლებად იწვევს სამსახურის მოსურნეთ – ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღ. მომუშავე სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დრამატული წრის წევრებს და სხვებსაც ახ. კლუბის დარბაზში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილმა გაბო მწითურის დახმარებით ქალაქ დუშეთში მოიწვია თემის მცხოვრებთა საერთო მიტინგი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აბრეშუმის პარკის სეზონი დაიწყო. საქმის მოწესრიგება იკისრა მომარაგების სამინისტრომ. პრაქტიკული ხელმძღ. დაავალეს მეაბრეშუმეობის უფრ. სპეციალისტს იოსებ ქუთათელაძეს. მან ქუთაისში დაიქირავა ძვ. მსხვილი ვაჭრების _ პ და მ. გოკიელოვების ფარდული ხონის გზაზე, სადაც ინახავს შეზიდულ პარკს. მას ერობა ყიდულობს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 მაისს სოფელ თხინალაში ყაჩაღთა ბრბოებმა მოკლეს სამი გვარდიელი ატენის ხეობიდან. მდგომარეობის გართულებით ისარგებლეს ყაჩაღებმა ტიგიშვილ-ქარქიშვილის მეთაურობით და სოფლების აწიოკება დაიწყეს. ატენის გვარდია ძველგვარდიელის, ილა ჩიხლაძის ხელმძღვანელობითი, ასევე ი. ლოთიშვილი, ლ. ნონიკაშვილი დაირაზმნენ მათ სადევნელად და შეეწირნენ ამ ბრძოლას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მარო ბეჟიაშვილისა და თამარა ივანიძის მიერ გამართული წარმოდგენიდან რედაქციამ 43 მან. მიიღო. გორის ფონდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის საბჭომ პროფესორ მელიქიშვილის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია ღვინის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად. პროექტმა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გაითვალისწინოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ფილიმონ ხიდაშელის შარშანდელი მძარცველები დავ. ჩხიკვაძე და ვ. კოხეიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისს სოფელ ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე იუწყება, რომ სასწავლებელმა სეფიეთში გამართა ფრონტის დღე წარმოდგენით და შემოსავალს უგზავნიან დანიშნულებისამებრ გადასაცემად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სამთამადნო სამმართველოს კომისია (ხელმძღ. ინჟინერი ყიფშიძე), რომელმაც კვლევა-ძიება ჩაატარა სოფ. მუხროვანში, უჯარმაში, საცხენისში, მარტყოფში, ახალსოფელში, ნორიოში.

1922

ტიპი: ღონისძიება

გერონტი ქიქოძემ, როგორც ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენელმა, მიმართა კომისარს დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის დასახმარებლად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ზდანევიჩმა „ცისფერყანწელებს“ პარიზში მყოფი ლადო გულიაშვილისა და დავით კაკაბაძის გაჭირვების შესახებ წერილით შეატყობინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგჭკორი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბათუმის საქართველოსთვის გადმომცემი საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა სტროქსმა ინახულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკოვნიკმა სოლომონ გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნოე ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების სამხ. კომისიამ დამფ. კრების წევრ ა. ი. ჩხენკელის სახელზე მიღებული თანხით ბათუმის მიმართულებით მყოფი ჯარისთვის საჩუქრები შეიძინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): თედორე ჭანიშვილი, თეოფილე ურუშაძე, გრიგოლ მენაბდე, პროკოპი კიღურაძე, იორდანე მურვანიძე, ქრისტეფორე თავბერიძე, სიმონ სადრაძე, პარმენ კობალავა, ნოე გოგელია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას, რომელთაც საოლქო შტაბი დაეხმარა (სიმინდი იაფად დაუთმო): ერმილე ჯაყელი, მიხაკო მუჯირი, ვლადიმერ თავართქილაძე, ივანე ნიკოს ძე ცეცხლაძე, კალენიკე ალექსანდრეს ძე ღლონტი, სილევან გორგაძე, ირაკლი კალანდარიშვილი, ეპიფანე დუმბაძე, მიხაკო ტყეშელაშვილი, ვასილ გორდელაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს გვარდიელთა სიას დვაბუზის თემიდან, რომელთაც შტაბი ფულითა და სურსათით ყანების დათესვაში დაეხმარა: ერმალო კანდელაკი, მაქსიმე თენეიშვილი, ყაისარ ელიაძე, კოლია დოლიძე, ანდრო იოსების ძე ღლონტი, ნიკოლოზ ხომერიკი, მოსე თავამაიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს გვარდიელთა სიას ასკანის თემიდან, რომელთაც შტაბი ფულით, სურსათით, ყანების დათესვაში დაეხმარა: რაჟდენ ვაშალომიძე, პლატონ კიღურაძე, მიხაკო სირაძე, აკაკი ნიკოლაიშვილი, თედორე ჩხიკვაძე, ივანე ჩხაიძე, იაკობ ნაცვალაძე, გიგო სიონის ძე ასათიანი, ლუკა კალანდაძე, ვასილ ცქვიტინიძე, ფილიპე ნაცვალაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს სიას ოზურგეთელი გვარდიელებისას, რომელთაც შტაბი ფულით, სურსათით, ყანების დათესვაში დაეხმარა: ისიდორე გაგუა, ასლან კონტრიძე, ლავრენტი გოლიაძე, ვალიკო ღლონტი, პარმენ თოთიბაძე, გრიგოლ ერქომაიშვილი, ყარამან ქარცივაძე, ილარიონ იმედაშვილი, გიორგი ბიქტორის ძე ჭყონია, მიხეილ ცინცაძე, მიხაკო ტუღუში, პეტრე ჩხიკვიშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე მაყაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ტიციან ტაბიძე და აკაკი ფაღავა და წევრებად – ვახტანგ კოტეტიშვილი და ვალერიან რუხაძე.