საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ხონის მაზრის აგენტ სოფიო წულუკიძისას საზოგადოებამ გაუგზავნა: საწევრო დავთარი N 3, ქვითრების დავთარი N 6, წევრთა სია და წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტებს კირილე ლორთქიფანიძეს, სილოვან ხუნდაძესა და ალექსი ჭიჭინაძეს საზოგადოებამ საწევრო დავთარი და წევრების სია გაუგზავნა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ოზურგეთის მაზრის აგენტ შიო ისაკის ძე შიუკაშვილს საზოგადოებამ გაუგაზავნა ქვითრების დავთრების ნიმუშები N1 (3).

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სილოვან თომას ძე ხუნდაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N 2.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N4.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N1.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, შორაპნის მაზრის ერთ-ერთი უბნის, ყვირილის აგენტ მიშო მაჩაბელს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N27, საწევრო დავთარი N27, წევრების სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N32, საწევრო დავთარი N30, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ახალციხის მაზრის დამხმარე წევრ ელისაბედ ნიკოლიზის ასულ ყაზბეგისას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N33, საწევრო დავთარი N31, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გორის მაზრის დამხმარე წევრ ეკატერინე დიმიტრის ასულ ფურცელაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N38 და საწევრო დავთარი N32.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 მარტს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს საზოგადოებამ მისცა „ქილილა და დამანა“, რომელშიც მან ერთი მანეთი გადაიხადა და ორი მანეთი მოგვიანებით უნდა გადაეხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძეს უნდა გაეკეთებინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი მამადავითის მთაზე. მას გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5 800 მანეთი. სამუშაოს ჩაბარების ვადა იყო 1910 წლის 10 მაისი. მასვე ევალებოდა ქანდაკების გამზადება პარიზიდან საქართველოში გადმოსაგზავნად, ხოლო სამგზავრო ხარჯები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა დაეფარა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ჟურნალ „განათლების“ დახმარების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბრის რუსულ ენაზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოვალეობები ილიას საფლავის ძეგლის აგებასთან დაკავშირებით, დართული ჰქონდა წერილი, რომლის მიხედვითაც 6 ნოემბერს გამგეობის სხდომაზე იწვევდნენ ძეგლის შემფასებელი კომისიის წევრებს. ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ანჯელო ანდრეოლეტის ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის ქვისა და მარმარილოს სამუშაოები 1 300 მანეთის საფასურად უნდა შეესრულებინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის იანვარში ანასტასია ვახვახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟურნალ-გაზეთების დამრიგებელი ჯგუფისთვის ფინანსური დახმარება სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შევიდა 1063. 75 მანეთი და დაიხარჯა – 1029. 55.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ჯორჯაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილისა და ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ არჩილ ჯორჯაძეს 50 მანეთი გადასცა, ლუკა რაზიკაშვილს – 30 და ნიკოლოზ კურდღელაშვილს – 20.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია ალხაზიშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ უარი თქვა ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედისთვის, შესაწევრის გაზრდაზე. მას ძველებურად 20 მანეთი გადაეცემოდა.