რეგისტრირებული ფაქტები32170
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობის წევრებმა დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ელიავას ბათუმის სკოლის დათვალიერებისას არ დახვდათ ისეთი სურათი, როგორსაც ჩვეულნი იყვნენ. შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა მეოთხე განყოფილებამ, თუმცა იქაც საკმაოდ იყვნენ ჩამორჩენილი მოსწავლეები, რომელთაც მასალა ცუდად აითვისეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის დირექცია ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა შეამოწმა. ინსპექტორი დირექციის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე ჟორდანიას გაუგზავნა წიგნი „წერილები ისტორიული“, რომლის მიღებაც მან ხელმოწერით დაადასტურა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 12 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაღებული წიგნები, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი „სახარება“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წაიღო ჟურნალი „ივერია“ N1-6.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 2 000 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ გივი ავალიშვილის თხოვნა ფოტოსახელოსნოში სამსახურის შესახებ განსახილველად გადასცემოდა დავით კარიჭაშვილს, ხოლო განსაკარგავად – ნიკოლოზ ცხვედაძეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 23-24 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცახლავამ გომარეთის სკოლა დაათვალიერა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1910 წლებში ილია ჭავჭავაძის ფონდის მხარდამჭერებიდან სამსონ ფირცხალავა განსაკუთრებით ემადლიერებოდა თბილისში დაარსებულ ქალთა წრეს, რომელმაც ფონდის გასაძლიერებლად პროვინციებშიც დააარსა განყოფილებები.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 7 მაისს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა, კრების სექტემბერში გადადების მიუხედავად, მას და მის თანაშემწეს ყოველთვიური ჯამაგირი აეღოთ. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უფის გუბერნიაში გადასახლებული მელიტონ მელაძის თხოვნა რამდენიმე წიგნის უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1908 წლებში სოლვიჩეგოდსკში გადასახლებულმა იროდიონ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ნიკოლოზ ქანანოვი და დავით ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილები.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა სტეფანე შიუკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეცნობებინათ, რომ მათი გაგზავნილი თანხა მიიღეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინათ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით სთხოვა, 3 სექტემბერს გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა რვეულების თანხისა და საფოსტო ხარჯის ანგარიში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.

