საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32169

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილს ქართველმა სტუდენტების მიერ პეტერბურგიდან თბილისში ილია ჭავჭავაძისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ საბერძნეთში თანაგრძნობის დეპეშის გაგზავნა უნდოდათ, საბერძნეთის ელჩსაც შეუთანხმდნენ, მაგრამ სტუდენტთა დიდი ნაწილის უარის გამო აღარ გაგზავნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკა ცუდ მდგომარეობაში იყო და მის მოსაწესრიგებლად 500 მანეთს გზავნიდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს სთხოვა ჟენევის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მიწოდება და იმ პირთა მოძებნა, რომლებიც წიგნებს აღწერდნენ და ვინც ბიბლიოთეკას ზედამხედველობას გაუწევდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის თებერვალში პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის (მისივე სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას რომ წარმოადგენდა) ხელმძღვანელობა ჟენევის ქართველ სტუდენტობას დაევალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგე ანასტასია წერეთელს სთხოვა, დაუყოვნებლივ გადაეტანა სამკითხველო ავლაბარში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ მიეცათ იანვრის ხელფასიც, რადგან მან წინარეხის სკოლაში იმსახურა ნახევარი სასწავლო წლის განმავლობაში, და სამსახურის შოვნამდე დაეცდიათ მისთვის გამგეობის ვალის, 53 მანეთის გადახდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, მისთვის მიეწერათ, რომ სკამებისა და დაფის შეღებვა შეეკვეთა და ანგარიში გამგეობისთვის გამოეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა 10 თუმანი მასწავლებელთა სალაროს დასაარსებლად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მოსთხოვა, ეს თანხა გადაეცათ ქართული გიმნაზიის გამგებლის, ალექსანდრე მდივანისთვის, რომელმაც შეადგინა პედაგოგიური საზოგადოების წესდება და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 აგვისტოს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, ივანე ჯავახიშვილისთვის, რომელმაც დაიწყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს წერა, ჰონორარის ნაწილი უკვე გადაეცათ, რადგან მას ფული სჭირდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს გიორგი იოსელიანის მოხსენების განხილვა დაავალეს. გოგებაშვილს კავკავის სკოლის რევიზიის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ი. ზურაბიშვილმა საზოგადოებას ხაზინადრის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინის დაქირავების საკითხი მინდობოდათ ნიკოლოზ ცხვედაძესა და დავით კარიჭაშვილს, რომელთაც უნდა ექირავათ ხარაზოვის ქვრივის სახლი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ „მოამბე", „ცისკარი" – კარბელაშვილის სტატიით და საანგარიშო ბარათი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნა, მისი იანვრის ხელფასიდან 20 მან. გადაეცათ მისი ძმის, გიორგი აღლაძისთვის თბილისში, მისთვის კი გაეგზავნათ 20 მანეთი, ასევე 15 მან. – სკოლის მერხებისა და საკლასო დაფის შესაღებად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი და მიიღო სრული საფასური, რის გამოც მოვალე იყო, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილიც მათთვის გადაეცა. ნასყიდობის წიგნი დაამოწმეს პეტრე სურგულაძემ და სიმონ ფირცხალავამ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, გამგეობის წევრის, იაკობ გოგებაშვილის მოხსენება კომისიების შესახებ მისი თანდასწრებით განხილულიყო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძის თხოვნა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის მფლობელი სპეციალურად სახელოსნოსთვის ააშენებდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან პეტრე მირიანაშვილის სიტყვიერი მოხსენება მიხეილ ქორიძის დაწერილი ნოტების გამოცემის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი ხარკოველი სტუდენტებისთვის უფასოდ გაეგზავნათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ახალციხის ქართული სახალხო წიგნსაცავისა და სამკითხველოს თავმჯდომარემ, კონია მეფარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გამგეობას სამკითხველოსთვის 93 მანეთის ღირებულების რუსულ-ქართული ჟურნალები დაებრუნებინა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.