რეგისტრირებული ფაქტები29024
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიამრთა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში კლუბის მამასახლისის, დ. გაბაშვილის პროგრამით გაიმართა საოჯახო საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამისა და ოპერის საუკეთესო წარმომადგენლებმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სახაზინო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაიდგა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში, გამგეობის მოხსენების თანახმად, თბილისის ქალაქის საბჭომ იუბილარ ნინო ჩხეიძეს 6 000 მანეთი გადასცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბოგატინმა და მისმა მეგობარმა თბილისში სათამაშოების ფაბრიკა დააარსეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოჯრის გზაზე უცნობები თავს დაესხნენ მეურმეებს და გაძარცვეს. ერთი მეურმე მოკლეს. ბოროტმოქმედების ადგილას თბილისის მაზრის კომისარი ახვლედიანი მილიციელებთან ერთად გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი აბდურაჰიმ ახვერდოვი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბ. ა. ჭიჭინაძემ მიიღო დეპეშა ინგლისელი გენერალი როდსისგან, რომ ის ტოვებდა ბათუმს და სურდა, მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გამოეცხადებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 დეკემბერს ნინო ჩხეიძის 25-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუბილე გაიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი. N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ თბილისის მილიციის უფროსის, გრიგორ ესაიანცის სახელზე გაცემული განკარგულების თანახმად, თბილისის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი უფროსის, დეკანოზ ივანე ბუტირსკისთვის დაუყონებლივ უნდა ჩამოერთმიათ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლის, ივანე ნატროშვილისთვის ჩაებარებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგანგებო ჟიურიმ მოისმინა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი, ასევე არტისტები და თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო. ლექტორებად სამსონ დადიანი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი პაპავა და ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყვნენ ჩაწერილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოჭაში ქართველების მიერ გამართულ კრებაზე განიხილეს ევგენი გეგეჭკორისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მიერ წამოჭრილი საკითხები ყუბანის მთავრობისა და მოხალისეთა რაზმის შესახებ და გადაწყვიტეს, ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობისთვის ერთხოვათ დახმარება, რადგან ალექსეევის მოხალისეთა რაზმი, რომელმაც სოჭის ოლქი დაიკავა, მუდამ შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურეთა კავშირის წევრთა კრება შედგა. კრებამ დაადგინა, რომ თუ ამიერკავკასიის ბანკი არ დათანხმდებოდა ბანკში მოსამსახურე ჭეიშვილის უკანვე მიღებას 3 დღის განმავლობაში, მაშინ მომსახურეები გაიფიცებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართული ლატარიის ბილეთების საჯარო გაყიდვა დაიწყო. თანხა უნივერსიტეტსა და თეატრს უნდა მოხმარებოდა. აკაკი ხოშტარიამ ლატარიას 50 000 მანეთი შესწირა, მესტამბე ბართლომე კილაძემ – 2 000 მანეთი და ნაღდი ფულით 1000 მანეთის ბილეთები შეიძინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საბჭომ საპარლამენტო ენის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ოფიციალურ სახელმწიფო ენად ქართული აღიარეს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს საბჭოში დედაენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მრავალრიცხოვანი სტუდენტების თანდასწრებით გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკუმი. პროფ. სერგეი მაქსიმოვმა წაიკითხა ლექცია. იმ წელს პოლიტექნიკუმში ადგილობრივ ენათა განსაკუთრებული კათედრა უნდა დაარსებულიყო. სტუდენტების რაოდენობით პირველ ადგილზე ქართველები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სომხებს საქართველოს ეროვნულ საბჭოში 10 წარმომადგენელი უნდა აეჩიათ. სოციალ-დემოკრატებმა კანდიდატებად სამსონ ფირუმოვი და არამ ივანიანი დაასახელეს, სოციალისტ-რევოლუციონერებმა – ლეონ თუმანოვი და ნიკოლოზ თარხანოვი, კადეტებმა – პ. ი. დოლუხანოვი და მარტიტოს ბარხუდაროვი, დაშნაკელებმა – დავიდხანიანი, მარკოზ ავეტისიანი და რ. ზორიანი. ასარჩევი დარჩა ერთი კანდიდატი, რომელზეც პარტიებივერ შეთანხმდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ფოთში ახალდაარსებულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძის საიუბილეო საღამო გამართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს სოლომონ ჟორჟოლიანი, რომელმაც ახალციხის ფრონტზე მეომრებისთვის საჩუქრები წაიღო, თბილისში დაბრუნდა. მან ჩამოიტანა ამბები ფრონტის მდგომარეობის შესახებ.