საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ იკითხა, შავი ზღვის პირას მცხოვრებ მუშებს თუ ეგზავნებოდათ წიგნები. გამგეობამ უპასუხა, რომ საზოგადოებამ მათ ერთხელ გაუგზავნა წიგნები ვინმე ღლონტის მეშვეობით, ხოლო უთხოვნელად გაგზავნისას წიგნები იკარგებოდა. გამგეობამ დაამატა, რომ წიგნები ვინც ითხოვა, უარი არავისთვის უთქვამთ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო დედაბრიშვილი გამოვიდა ინიციატივით, საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად სალიტერატურო ფონდიდან ესესხა თანხა. ხმის უმეტესობით ასეც გადაწყდა, თუმცა ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ და ამის პროტოკოლში აღნიშვნა ითხოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვმა განაცხადა, რომ საზოგადოებიდან უნდა გარიცხულიყვნენ ის წევრები, რომელთაც საწევრო გადასახადი არ შეჰქონდათ. კრების თავმჯდომარემ ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ამის გამო წევრებს არ გარიცხავდნენ, რადგან შეიძლება მათ გადასახადი არ შეეტანათ, მაგრამ საზოგადოებას სხვაგვარად დახმარებოდნენ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის, ასევე ფოტოსახელოსნოსთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსურათები ინახებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტი მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა და ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ხელმძღვანელობით დიდი თანხით დაეხმარა ვლადიკავკაზის სკოლას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძემ, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და სხვ. საზოგადოების ბიბლიოთეკას წიგნები შესწირეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.

1908

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებიდან საზოგადოებას საწევროსა და შესაწირის შეგროვებაში დაეხმარნენ ოლგა იოსების ასული მიქელაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე და ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძემ კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს სთხოვა, კრებაზე ანგარიშიდან სრულად წაეკითხათ ცნობები საზოგადოების კუთვნილი ბიბლიოთეკების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის პირველი ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისში იაფი სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა და მის მმართველად ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა დანიშნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ივანე მიხეილის ძე გომელაურსა და ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ საბუთს კრებაზე ვერ წაიკითხავდა, მათ ამ საბუთების ნახვა კანცელარიაში შეეძლოთ. ნოე ჟორდანიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო რევიზორების აზრი ანგარიშში სიტყვა-სიტყვით არ იყო აღნიშნული.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ წინარეხის სკოლის გარდა პროტოკოლში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებაც. პროტოკოლის დამტკიცებამდე მდივანმა ეს შესწორება შეიტანა.