რეგისტრირებული ფაქტები32778
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძემ კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს სთხოვა, კრებაზე ანგარიშიდან სრულად წაეკითხათ ცნობები საზოგადოების კუთვნილი ბიბლიოთეკების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის პირველი ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისში იაფი სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა და მის მმართველად ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა დანიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ივანე მიხეილის ძე გომელაურსა და ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას განუცხადა, რომ მათ მიერ მოთხოვნილ საბუთს კრებაზე ვერ წაიკითხავდა, მათ ამ საბუთების ნახვა კანცელარიაში შეეძლოთ. ნოე ჟორდანიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო რევიზორების აზრი ანგარიშში სიტყვა-სიტყვით არ იყო აღნიშნული.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ წინარეხის სკოლის გარდა პროტოკოლში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებაც. პროტოკოლის დამტკიცებამდე მდივანმა ეს შესწორება შეიტანა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის „ერთობაში“ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მშობელთა წრის კომიტეტი მადლობას უხდის კომიტეტის საპატიო წევრებს, რომლებმაც გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ შეკრიბეს ფული; შემომწირველები: პ. ღამბაროვი, ნ. ეფრემიდი, ა. ჩიტაიშვილი, ა. ქუთათელაძე, მ. თურმანიძე, ნინო მაჭავარიანი, არუწოვი, ი. შათირიშვილი, შ. ქიტიაშვილი, ი. მესხიძე, ი. მანჯავიძე, ვ. ცხოვრებაშვილი, მ. მანჩაკოვი, ჩარექოვი, მ. ჯიმშერაშვილი, ს. ღონღაძე, ა. არჩვაძე, ა. ბუღაძე, ტ. პაპავა, კ. ყვავაძე, დ. აღაჯანაშვილი, ზ. ტერ-ზახაროვი, ა. ბორცაძე, კ. ტაბატაძე, ი. გოგოლაძე, ი. ნიორაძე, ა. ქორჩილავა, ლ. ბუხნიკაშვილი, ს. ქიტიაშვილი, ჩ. ჯიჯიშვილი, ა. სარჯველაძე, ა. ჯიშკარიანი, ვ. რამიშვილი, ა. საფაროვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის „ერთობაში“ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის მშობელთა წრის კომიტეტი მადლობას უხდის კომიტეტის საპატიო წევრებს – მიხეილ დაბრუნდაშვილს, ალექსანდრე აღაჯანაშვილს, ი. სულაშვილს, რომლებმაც გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ შეკრიბეს ფული. შემომწირველები: მ. დაბრუნდაშვილი, ს. არაჯანაშვილი, ფ. მოწონელიძე, ნ. გოქაძე, ი. მოწონელიძე, ლ. გვენცაძე, ტ. ჭკუასელი, ს. ქურდაძე, დ. ქიტიაშვილი, გ. გელაშვილი, ი. სულაშვილი, ს. მანჯავიძე, ნ. თოხმოვი, ი. ძნელაძე, ვ. ნიკოლეიშვილი, მ. მესაბლიშვილი, თ. რამიშვილი, ი. ცეცხლაძე, ნ. ანასტასიადი, ს. ტერ-პეტროსოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტრომ განიხილა გენ. მაიორების – კონიაშვილის, ყაზბეგისა და პოდპ. ოქიაშვილისგან შემდგარი კომისის კვლევა და დაადგინა, რომ გორიდან უნდა გაიწვიონ კაპიტანი მიქელაძე ბატალიონის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებით უკანონო განკარგულებისთვის შეიარაღებული ჯარისკაცების გამოსაწვევად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 მარტს ოზურგეთში გამართულ რაიონის მასწავლებელთა კრებაზე მასწავლებელთა მიუღებელი ხელფასების შესახებ გამგეობის სახელით მოხსენება გააკეთა გ. თოთიბაძემ (სარაიონო კავშირის თავმჯდომარე). ამის გამო გაფიცული იყო ხიდისთავის საშ. სკოლა; სამაზრო ცენტრის შესაქმენელად კრებამ დელეგატებად აირჩია: ი. მელიქიშვილი, მ. რამიშვილი, პ. თოთიბაძე, ყ. ქარცივაძე, კ. ბარამიძე, ს. ზურაბაშვილი.
1891
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ხელწერილის მიხედვით, 1891 წლის 7 აგვისტოს ბ. მდინარაძემ ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიას 10 ცალი „ორი პატარა ამბავი“ გადასცა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის იანვარში თამარ შარაშიძე-ქარცივაძის ოჯახმა ჯამბულიდან მიიღო დეპეშა, რომ თამარი მითითებულ მისამართზე (ლენინის ქ. N19) აღარ ცხოვრობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელმა ილია გოლდმანმა სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს მისწერა, რომ პირად საუბრებში გენერალმა მდივანმა უთხრა შრომის მინისტრ გიორგი ერაძეს, რომ გიორგაძე გამოსცემდა ბრძანებას 8 საათიანი სამუშაო დღის დეკრეტის გადიდების თაობაზე. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შრომის სამინისტრო, რადგან ამისათვის არსებობდა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენციას დაესწრნენ: ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, სომხეთიდან — ს. ფ. ტიგრანიანი, არუთუნიანი, მამიკონიანი, აზერბაიჯანიდან — ხან ხოისკი, მამედ-იუსუფ ჯაფაროვი, ხალილ ბეი ხასმამედოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შრომის სამინისტროში გაგზავნეს წერილი გუმისთის კომისარიატის ყოფილი თანამშრომლების – ანა ბორისოვას, კონსტანტინე პიმენიდისა და მიხეილ პუმბოს –სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში გამართულ თათბირზე დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე წევრი აღრიცხვაზე აიყვანეს. მათ შორის იყვნენ: ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, ხანოიანი, მიხეილ ცხაკაია, თედო შუშიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირს დაესწრნენ ჩირდილელიანთკარიდან გიგო ხულელიძე და სანდრო გუჯარაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, თბილისში ჩამოვიდა ირანის მეჯლისის დელეგაცია მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძის თავმჯდომარეობით. მათ აჭარის ადმინისტრაციული აპარატის მოსაწყობად ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა სურდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ნაძალადევში იპოვა შაქრის ყალბი ბარათები. მათ ბეჭდავდა ელიოზოვი, რომელსაც აღმოაჩნდა ლითოგრაფიული ქვა.

