რეგისტრირებული ფაქტები30257
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსთა კრებული თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში ჩატარდა კენჭისყრა დრუჟინისთვის, რომელსაც ვახტანგ ორბელიანი და კოტე აფხაზი ზედამხედველობდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევი თავის სალდათებთან ერთად გორში დაბანაკდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. შ. ბუჭყიევის სალდათები გორის მოსახლეობას სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 3 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბერენშტამის წიგნის მაღაზიაში რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი „ბატონ-ყმობის უფლება საქართველოში“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილმა მარცვლეულის აღების დროს კევრის დასამზადებლად უამრავი შეკვეთა მიიღო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 4 აგვისტოს „დროების“ ცნობით, საბაჟოების რევიზიას ნიკოლოზ პრიბილი ხელმძღვანელობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ლითოგრაფიით ქართულის საწერ რვეულს ბეჭდავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მაკარი ყიფშიძემ თბილისში გურული მგალობლები ჩაიყვანა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბერიძე თავისი ხელობის განსავითარებლად პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გაგზავნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძე ძველი ქართული წიგნების კატალოგის შედგენას აპირებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „ლექსთა კრება“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თელავის სასულიერო სასწავლებელში, მ. ცანციევთან, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „ლექსთა კრება“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსთა კრებული თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაშიб, იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე რუდნევმა შექმნა კომისია, რომელსაც ყველა ეკლესიისა და მონასტრის მონახულება და მათში არსებული ნივთების ღირებულების აღწერა დაევალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევს მოსამართლემ ერთი თვით პატიმრობაში ყოფნა მიუსაჯა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება ალექსანდრე ჭიჭინაძის ორკლასიან სასწავლებელსა და პანსიონში მოსწავლეთა მიღების წესების შესახებ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ დასაბეჭდად მიიღო გრიგოლ ჩარკვიანის გამოცემული „იგავ-არაკნი“ და რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, ვისაც საბებიო ინსტიტუტში სურდა სწავლა, განცხადება სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებლის, რ. ანდრონიკაშვილის სახლში უნდა მიეტანა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ უ. ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ხუთი თვის განმავლობაში პეტრე უმიკაშვილის „სასოფლო გაზეთი“ უსახსრობის გამო არ იბეჭდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივლისის „დროების“ ცნობით, ისაი დოლუხანოვი დადიოდა სოფლებში, რათა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სურსათის ქალაქებში ჩამოტანა შეეთავაზებინა.