რეგისტრირებული ფაქტები32172
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სანდრო მიროტაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს მიხეილ მიროტაძე იყო სოციალისტ-რევოლუციონერების თანამოაზრე, აჯანყების დროს განაიარაღა კომუნისტები. თუმცა შემდგომში აცხადებდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობით დიდი შეცდომა დაუშვა და ითხოვდა პატიებას.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ მიროტაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იასონ სამხარაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კიკნაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს იასონ ღვალაძის განცხადებით, შეცდომით მიიღო აჯანყებაში მონაწილეობა სოფელ სვერში, მართალია იარაღი ჰქონდა, მაგრამ არ გააჩნდა ტყვია.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იასონ ღვალაძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ონისიმე სარალიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, „ნემცების კლუბში" ვასილ აბაშიძის მიერ ნათარგმნი ვოდევილი „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 3 ნოემბრის „დროებაში“ გამოქვეყნდა იმ წიგნთა სია, რომლებიც არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სასწავლებლების თანამშრომლებმა კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროს იანუარ ნევეროვს გამოსათხოვარი სადილი გაუმართეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი „ბაგრატ IV ისტორია" დასაბეჭდად მზადდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ყარსის გენერალ-გუბერნატორმა ვიქტორ ფრანკინმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კომისია ჩამოაყალიბა.

