რეგისტრირებული ფაქტები33213
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: ღონისძიება
აკაკი გველესიანი არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას საზოგადოების დაწიხვლად და პირად შეურაცხყოფად თვლიდა, მით უმეტეს, რომ არჩეული კანდიდატი მასზე ბევრად მაღალი არ უნდა ყოფილიყო ზენზით.
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ჯუღელი საზოგადოების სხვა პირებთან ერთად მისულა პირველი რაიონის მეთვალყურესთან, სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით. გაუგიათ რა ეს სვირის მასწავლებლებს, ჭურაძის წასვლისთანავე მიუწვევიათ კრება, წარუდგენიათ აკაკი გველესიანის კანდიდატურა, მაგრამ გაუშავებიათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
აკაკი გველესიანმა თანხმობა განაცხადა გამგის ადგილის მიღებაზე და ინსპექციაში სათანადო თხოვნა შეიტანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
აკაკი გველესიანმა დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ 1918 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში მასთან მივიდა სვირის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი გიორგი ჯუღელი სვირის საზოგადოების სხვა პირებთან ერთად და სთხოვა მიეღო სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილი, ვინაიდან გამგე ალექსანდრე ჭურაძე ადგილს ტოვებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მელიტონ რუსიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწის ჩამორთმევის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს საპენსიო წესდების კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზაქარია გურული, ელეონორა მახვილაძე, ილია ფირცხალაიშვილი, ო. სოლოღაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ტერ-სტეპანიანცი, იესე ბარათაშვილი, იოანე გობეჩია, ალექსანდრე ასათიანი. ტექნიკურ კომისიაში აირჩიეს: გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე, მიხეილ კოვალიოვი, მელიტონ რუსია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი, ი. ლორთქიფანიძე და სპირიდონ კედია.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რესპუბლიკის მუშა-მოსამსახურეთათვის ხელფასის მომატების შესახებ. მომატება იწყება 100 პროცენტიდან და მთავრდება 50 პროცენტით.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის, ი. ლორთქიფანიძის და გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სამხედრო უწყების, საავადმყოფოების, ქალაქისა და ერობის თვითმართველობისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გამგეობამ შეიძინა სტამბა, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. სტამბის გამგედ მიიწვიეს თ. ბოლქვაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სამაზრო ადმინისტრაციამ მიიღო ზომები ტყიბულის რაიონში ძარცვა-გლეჯის აღმოსაფხვრელად. ყაჩაღებს ხელმძღვანელობდნენ სირბილაძე და ნანიკაშვილი. ადმინისტრაციამ რამდენიმე ყაჩაღი დაიჭირა, ერთი მეთაური მოკლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ეკატერინე გველესიანმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის შესაფერისი სამსახური მიეცათ სამინისტროში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე დაწყებითი სკოლების მთავარგამგის წინაშე შუამდგომლობდა აკაკი კონსტანტინეს ძე გვახარიას უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისიდან მიღებული ცნობების თანახმად, უკან დახევის შემდეგ მთიელებმა კვლავ მიიტანეს იერიში გროზნოზე და ალყაში მოიქციეს ნავთობის საბადოების რაიონი. გენერალი ერდელი დაღესტნელების დასაშოშმინებლად დენიკინისგან მრავალრიცხოვან მაშველ ძალას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორს, 1919 წლის 27 თებერვლის N 10 შუამდგომლობის თანახმად აცნობეს, რომ სოლომონ ანდღულაძეს ნებას რთავდნენ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ადგილი დროებით დაეკავებინა.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წლის სექტემბერში ექიმები ლადო მაღლაკელიძისთვის მეორე ფეხის მოკვეთასაც აპირებდნენ, რადგან მას განგრენა ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში განათლების მინისტრი სამინისტროს ვიცე-დირექტორ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძეს განათლების სამინისტროსათვის ყვარლის მამულის (სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა იყო), სასტიპენდიო ფონდების, ქუთაისში გიმნაზიის შენობისა და თბილისის გუბერნიის ღარიბ მოწაფეთა თავადაზნაურთა დამხმარე საზოგადოების ქონების გადაცემის შესახებ ატყობინებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს საუწყებო კომისიის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი ლასხიშვილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს ატყობინებს, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ისტორიული მნიშვნელობის არქივი გადაეცათ საზოგადოების თავადაზნაურობის მამულის გამგე ბ. მამრაძისა და ყოფილი მდივან ბ. ი. ზურაბიშვილისგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს შექმნილ საუწყებათაშორისო კომისიაში განათლების მინისტრის თავმჯდომარეობით გაერთიანდნენ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, გზათა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა მმართველი გიორგი ფიცხელაური და მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი ს. წერეთელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გენერალ ანდრეი შკუროს ცხენოსანთა კორპუსის ნაწილები პეტროვსკში იყო კონცენტრირებული, ხოლო თავად ახალგაზრდა გენერალი კურსკთან მიღებული კონტუზიის შემდეგ ხანგრძლივ შვებულებაში იმყოფებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე ინახულა გერმანიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ფონ დრიუფელმა, რომელმაც იმ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი რწმუნებულების ქაღალდი გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 სექტემბერს დეკანოზი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი სწერს წერილს განათლების მინისტრს, მისი შვილის თამარ კარბელაშვილის შესახებ, რომელიც მუშაობდა თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში და ჟურნალ „ჯეჯილში“ გასამრჯელოს გარეშე, დაავადდა პლევრიტით. დეკანოზი სთხოვს მინისტრს აღმოუჩინონ მის შვილს დახმარება და გააგზავნონ აბასთუმანის სანატორიუმში სამკურნალოდ.

