საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32573

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიზის მისაღებად პირადობის მოწმობა სჭირდებოდა, რომელიც კარაჩში უნდა მიეიღო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სასახლის საწყობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარ აკაკი ჩხენკელის ბინაზე გადაიტანეს 42 დასახელების საოჯახო ნივთი. მიღება-ჩაბარებას ადასტურებს დგებუაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 იანვარს გენერალ-ლეიტენანტი შიხლინსკი და შტაბის უფროსის ნაცვლად გენერალ-მაიორი ტალიშხანოვი ატყობინებენ ფრონტის შტაბის მორიგე გენერალს, რომ კორპუსს ჰყავს მხოლოდ ერთი ცხენოსანთა პოლკი, ახალი ნაწილების ფორმირება არ დაწყებულა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს პოდპოლკოვნიკი ზროდლოვსკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 აგვისტოს კაპიტანი დ. გამტაევი უგზავნის რიზეს ოლქის ხელმძღვანელს მოკლე ცნობებს სტატისტიკური და ეკონომიკური გამოკვლევის შესახებ ოლქის მოსახლეობასთან დაკავშირებით გენერალ-გუბერნატორისათვის გასაკეთებელი მოხსენებისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს, პატიმრობიდან გაათავისუფლონ შტაბს-კაპიტანი ტურნერი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი – დ. ა. ალექსანდროვი. სრული სიმშვიდის შესანარჩუნებლად კომიტეტმა ტამერფორსის გარნიზონის ყველა ჯარისკაცს სთხოვა, არ ემოქმედათ უფლებამოსილი პირების გვერდის ავლით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს, რომ ტამერფორსის გარნიზონი უნდა შეუდგეს ჩვეულ მოქმედებებს 7 მარტიდან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს ქალაქ ტამერფორსის პოლიცმეისტერს გაუგზავნონ 30 კაცი, რათა თითო ცვლაში ათმა კაცმა მორიგეობით იზრუნონ საზოგადოებრივი სიწყნარისა და სიმშვიდის დასაცავად ქალაქში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. ფინეთის საქმეების კომისარ როდიჩევის და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრ სკობელევის თხოვნით კომიტეტმა დაადგინა, ოფიცრები, რომლებიც მიემხრნენ და დაექვემდებარნენ ახალ მთავრობას, არ დააპატიმრონ და უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანურ ღირსებას. დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირებმა გარნიზონის წარმომადგენელთა კომიტეტში ჩააბარონ ანგარიში მათ შესახებ, რათა მიიღონ შესაბამისი განკარგულება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს კავკასიის ფრონტის ჯარების მეთაურის შტაბის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელის დავალებით პოლკოვნიკი პატაშევი უგზავნის აკაკი ჩხენკელს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებისა და ყარსის ოლქის სტატისტიკურ მიმოხილვებს.

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ივნისს ს. დიდ ჯიხაიშში გამართული ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ფრონტის დამხმარე კომისიის წევრმა ლ. დარსაველიძემ. გაირკვა, რომ „ფრონტის დღეს“ კომისიას 18 000 მან შეუგროვებია ფულად და სხვადასხვა ნივთების სახით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მათდამი რწმუნებულ გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ სწერდა. დოკუმენტს ხელს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი აწერდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ოქტომბერს კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ადგილს სთხოვს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში მიღებული იყო ქალთა საარჩევნო ხმის უფლება, რომელსაც აძლევდნენ მხოლოდ 30 წლის ქალებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გაუგზავნიდა კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის თხოვნას და მის დროებით მოწმობის ასლ N 415-ს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი ქალთა მე-6 გიმნაზიიდან გადაეყვანათ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მის ნაცვლად კი დაენიშნათ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე. მთავარგამგე აბრამიშვილს მოელაპარაკა და მან სრული თანხმობა განუცხადა მეორე გიმნაზიაში გადასვლაზე, თუკი ნებას დართავდნენ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ხუნდაძემ, რომელიც თავად დანიშნა ვაჟთა მეორე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად, უარი განაცხადა და ქართული ენის გაკვეთილების საათები არავის ჰქონდა განაწილებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 მაისს ქუთაისის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა ყრილობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით თბილისში გაგზავნა დეპეშა, რომლის ადრესატები ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი კიტა აბაშიძე და აკაკი ჩხენკელი იყვნენ. დეპეშას ხელს აწერენ თავმჯდომარე ჩიხლაძე, მდივანი სანიკიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ივლისს გამართულ დამფუძნებელ კრებაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ბიუჯეტის შესახებ მოხსენება წაიკითხა გრიგოლ გიორგაძემ, ესერების შეკითხვას კი გრიგოლ ცინცაძემ უპასუხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ივლისს გამართულ რკინიგზელთა პროფ. კავშირების კონფერენციის სხდომას დაესწრო მიწვეული გზათა მინისტრი ნ. ხომერიკი, შრომის მინისტრის მოადგ. ა. ბახტაძე და გზის უფროსი კანდელაკი. ხომერიკმა ისაუბრა N17 ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც რკინიგზის ხარჯებს რამდენიმე მილიონი დაემატა, ასევე მუშების ძალიან ცუდ მდგომარეობაზე; გაიმართა კამათი 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, რომ კარგად ესმოდა, თუ რამდენად ცუდი ფაქტი იყო იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის სომხეთში გამგზავრება ქალაქის გამგეობის ნებართვის გარეშე, თუმცა იგი საპატიო მიზეზის გამო გაემგზავრა და ამიტომ, სთხოვა აბულაძისთვის მოქალაქეობრივი ვალის აღსრულება დაუდევრობასა და უყურადღებობაში არ ჩაეთვალა და ჯამაგირის დაკავება გაეუქმებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა თბილისის მოურავ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავას მისწერა, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სომხეთში ისე სწრაფად გაემგზავრა, რომ ფაქტობრივად, საშუალება აღარ ჰქონდა პირადად ეთხოვა წასვლის ნებართვა თბილისის გამგეობისთვის და იგი იძულებული გახდა სამინისტროსთვის ეთხოვა გაეფრთხილებინა სახელოსნო-სასწავლებლის გამგე მისი გამგზავრების შესახებ. სამინისტრომ 6 ნოემბერს N3543-ით აცნობა თბილისის სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს მასწავლებელ იუსტინე აბულაძის სომხეთში ორი კვირით გამგზავრების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქს (გორის მაზრა) ესტუმრა დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი. 10 საათზე მიტინგის გახსნაზე მან ისაუბრა საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და სხვ.