საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32573

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის აგვისტოში პოლიკარპე ბახტაძე პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარიამ გამოსცა მოწმობა, რომლის მიხედვითაც პოლიკარპე ბახტაძეს ხონში გამგზავრებისა და თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცა.

1935

ტიპი: ღონისძიება

ხონის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს გაუგზავნეს დეპეშა, რომელშიც შუამდგომლობდნენ განათლების მინისტრის წინაშე მასწ. პოლიკარპე ბახტაძის გათავისუფლებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

სადმელის რაიონის ორკლასიანი სასწავლებლის ყოფილი ზედამხედველი ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე ითხოვდა მისი და მისი მეუღლის, სამტრედიის ქალთა სასწავლებლის მასწავლებლის, ალექსანდრა ბახტაძის სადმელის სკოლებში დამსახურებული ხელფასით უზრუნველყოფას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის უფროსი ლექტორ-მასწავლებელი ალექსანდრე ჟორჟოლიანი ახალციხეში გაემგზავრა ჯარში კულტურული მუშაობის მოსაწესრიგებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს გვარდიელებმა თიანეთში, ბოკონის ტყეში, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი გიგია დაიაური. 21 ივლისს მილიციამ სოფელ კუპრიაანთკარში, იოსებ სამხარაულის სახლში, აღმოაჩინა ყაჩაღების მიერ მიბარებული ქონება. ამის შესახებ გაზეთს ატყობინებს ერობის თავმჯდომარე პაპავა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისს, პირველ საათზე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის დროებითი აღმასრულებლის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო ფინანსთა მინისტრის სხდომა, რომელზეც განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხს ვალუტის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ მიწათმოქმედების სამინისტრომ მდინარე ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან. მას მიზნად ჰქონდა ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებისთვის,რომელშიც ამის საჭიროება იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ მას მიანდო ძველ დაწესებულებათა ლიკვიდაცია და ახალთათვის დირექტივების მიცემა. უპასუხა შეკითხვებს, ბათუმში არსებული უცხო სახელმწიფოების საკონსულოების, ნავსადგურში უცხო სახელმწიფოთა სამხედრო გემების, რესპ. სასურსათო მდგომარეობის შესახებ და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ფოსტა-ტელეგრაფის უფროსმა  იტალიელ კოლეგას წერილით მიმართა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საერთაშორისო საფოსტო კავშირში შესვლა და შვეიცარიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობასთან დანიშნულ საქართველოს წარმომადგენელ სუმბათაშვილის ხელით მიმართვა გაუგზავნა ბერნის საფოსტო ბიუროს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სპეციალისტების, სამთო ინჟინრებისაგან, შემდგარმა კომისიამ, სამთო სამმართველოს უფროსი ინჟინრის, იოსებ ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მოიარა ტყიბული ქვანახშირის მაღაროების ექსპლოატაციის პირობების შესასწავლად. იგი მოხსენებით წარდგა ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს წინაშე კომისიის მუშაობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად. შემომწირველთა სია: კ. მაჭარაძე, მელიტონ გაჩეჩილაძე, სუსლინი, მ. ჯაფარიძე, ალექსანდრე ვერგილაშვილი, კ. ცინაძე, დარიკო კელენჯერიძისა, ელენა გეწაძე, იოსებ გუნცაძე, ვ. წერეთელი, ა. გაბუნია, ი. მოწონელიძე, გვიჩია, ჭავჭავაძე, ჩიქოვანი, მელ. აბდალაძე, ზ. ხუნდაძე, ს. ხიდიბეგიშვილი, ს. გაჩეჩილაძე, კ. ჟღენტი, ს. მამალაძე, მ. გაჩეჩილაძე, ზაკო კობზირიძე, მ. ებანოიძე, ლ. ნიორაძე, დ. საკანდელიძე, ნ. საკანდელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: თამარა თევზაძე, ანეტა მამაგეიშვილი, მინიკა კოპალეიშვილისა, სოფიო ახობაძე, პავლე მეგრელიშვილი, ოლღა ხურცილავასი, ვლადიმერ ვოლკოვი, გაიოზ ჯვარშეიშვილი, ოლია კალანდაროვისა, თამარა ჩომახიძე, მარო ფარჩიძე, მარო კანდელაკისა, ივანე სპირიდონის ძე კანდელაკი, ფაქიზო ლორთქიფანიძისა, ა. ავალიანი, რუსუდან სტურუა, ელენე თევზაძე, ვერა მეგრელიშვილი, გუგულა ავალიანი, სოლომონ მიქელაძე, თინა მიქელაძე, ანეტა ავალიანი, ლენა ავალიანი, ნადია ებრაელიძე, ფატული კანდელაკი-ხელაია, მელანია ახობაძე, მ. ბერძნიშვილი, პლატონ სტურუა, ციცინა ტარძია, მარიამ დუნდუა.

პირები
თამარა თევზაძე მონიკა კოპალეიშვილისა სოფიო ახობაძე პავლე მეგრელიშვილი ოლღა ხურცილავასი ვლადიმერ ვოლკოვი გაიოზ ოქროპირის ძე ჯვარშეიშვილი ოლია კალანდაროვისა თამარა ჩომახიძე მარო ფარჩიძე მარო კანდელაკისა ივანე სპირიდონის ძე კანდელაკი ფაქიზო ლორთქიფანიძისა ა. ავალიანი რუსუდან სტურუა ელენე თევზაძე ვერა მეგრელიშვილი გუგულა ავალიანი სოლომონ მიქელაძე თინათინ მიქელაძე ლენა ავალიანი ნადია ებრაელიძე ფატული კანდელაკი-ხელაია მელანია ახობაძე მ. ბერძნიშვილი პლატონ სტურუა ციცინა ტარძია მარიამ დუნდუა ანეტა გლახუნას ასული ავალიანი ანა ონისიმეს ასული მამაგეიშვილი
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა ელენა ჩიხლაძის მიერ გაზეთის სასარგებლოდ შეგროვებული ფულის შემომწირველთა სია: ქსენია კორძაია, სერგო კოსტავა, სალომე კოსტავა, ევა თედორაძე, ნინა რუხაძისა, მინადორა კოსტავა, აგრაფინა ჩიხლაძისა, მართა ზვიადაძე, ანიჩკა ჯავახაძე, ვერა სინაურიძე, ნინა შარაშენიძე, აგრაფინა ფურცხვანიძე, დესიკო შენგელია, საშა თედორაძე, ნესტორ სულაქვერიძე, ვასილი ტოტოჩია, ქსენია ბაქრაძე, ვერა ჟორჟოლაძე, ელენა ჩიხლაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 დაიბეჭდა ქუთაისის შემომწირველთა სია: ანა ვასილის ასული ერისთავისა, სოფიო ნიჟარაძე, ნინო კალანდარაშვილი, ოლინკა წულუკიძე, ქეთო ჩარკვიანისა, სანდრო მსხილაძე და გეორგაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ლუბა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ სოფ. კიწიიდან რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 8 მანეთი. ყველა შემომწირველს რედაქცია დიდ მადლობას უხდიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის მიმართ, რომელმაც გამოგზავნა დ. სუჯუნში გაზეთის სასარგებლოდ ქალების მიერ შეგროვებული ფული – 110 მან. 10 კაპ., დ. სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული ფული – 116 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ივანე, ლევანტი, მიხა, ქეთევან, დესპინა, ვარდიკო, კატო, ფედოსია, სევერიანე და მარო ნოდიები, კეკელა და იოსებ კუჭუხიძეები, ამბაკო ბარაბაძე, კაკო გუგულავა, სანდრო ჭანტურია, ვარდიკო ხოშტარია, ალექსანდრა გუნია, ნიკიფორე საბაშვილი, კუკულა მიხაილიშვილი, მატრონა დანელია, ვალენტინა ხონელიძე, მატრონა და კატო მიმინოშვილები, ანეტა და სოლომონ მატკავები და გრიგორი გვაზავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ანეპოდისტე (ვარლამ) სოლომონის ძე ახვლედიანმა რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 100 მან. პაპულა ნიკოს ძე აბაშიძემ – 10, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელმა – 3 მან., ნინო ფილიპოვამ – 5 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის „ჩემი სიტყვა, რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა აკ. ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში“, რომელშიც ის ლაპარაკობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 ცნობით, 1-ლ დეკემბერს ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან მილიციელმა გურგენიძემ დააკავა 4 ფუთი შაქარი, რომელიც მიჰქონდა ვ. კაკიტელაშვილს. მან მილიციონერს ქრთამად 40 მანეთი მისცა, მაგრამ მან ფულიცა და შაქარიც სამილიციო ნაწილში წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 3 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო სამმართველომ მიიღო 8 ვაგონი შეშა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო სამმართველომ მიიღო 3 ვაგონი შაქარი. 4 ვაგონი შაქარი  ფოთში ჩავიდა, მაგრამ იქიდან მუშების გაფიცვის გამო გამოგზავნა ვერ მოხერხდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სასურსათო კომიტეტმა დაადგინა, რომ მოსალოდნელ შიმშილობასთან და პურის შემოზიდვის შეწყვეტასთან დაკავშირებით პურის ნორმა შემცირდეს ნახევარ გირვანქამდე. 5 დეკემბრიდან თითო სულზე ნახევარი გირვანქა პური გაეცემა, ფიზიკურად მომუშავეებს კი 1,5 გირვანქა მიეცემათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 4 დეკემბერს მოხდება ქუთაისის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი კრება, სადაც გაირჩევა საკითხი ქუთაისის გუბერნიაში ერობის შემოღების თაობაზე. კრებას მაზრების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციის (რედაქტორი კატო მიქელაძე) ფონდის და ქალთა კლუბის სასარგებლოდ გაიმართა ყულაბებით ფულის შეგროვება. შეგროვდა 2057 მანეთი და 77 კაპიკი.