რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის დიმიტრი ბაქრაძის შენიშვნებით" ბეჭდვა დაიწყეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ შავროვს სამეურნეო საზოგადოების დარბაზში რუსულ ენაზე უნდა წაეკითხა ორი საჯარო ლექცია აბრეშუმის წარმოების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 იანვრის გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლევან ჯანდიერის თაოსნობით თიანეთში სამკითხველო გაიხსნა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 18 ნოემბერს თიანეთის პოლიციამ თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი თელავის მაზრის უფროსთან გაგზავნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა გრიგოლ ნახშუმოვი და გიორგი ოქროპირიძე დეპუტატებად დაამტკიცა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 16 ნოემბერს ერწოს ნაწილის ბოქაულმა თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი დააკავა.
1956
ტიპი: თანამდებობა
1956-1959 წლებში გიორგი კაჭახიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 10 ნოემბერს ოჩამჩირის ბლაღოჩინმა იოანე კერესელიძემ ილორის ეკლესიაში წირვა ჩაატარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანე ბუქურაულის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ გამოქვეყნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობა „დედა“ გამოქვეყნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ფრანგი მეცნიერი შანტრი სამეცნიერო კვლევისთვის თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-93 წლებში იოანე დავითის ძე ჩიხლაძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-92 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1917 წლებში იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

