რეგისტრირებული ფაქტები93598
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, სოფელ სამხთოში ადგილობრივი მცხოვრები კირილე გუჯაბიძე მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დომენტი წითლიძე და გიორგი ჩიხლაძე დააპატიმრეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, სოფელ საგრეკელოში (თოხლიაური) მდებარე ლევან ჩერქეზიშვილის ბოსელს ცეცხლი გაუჩნდა, ზარალი 2380 მანეთს შეადგენდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, თბილისის მაზრის სოფელ შახვეტილოში მცხოვრები ფართლეულის ვაჭარი აბრამ წოწოლაშვილი უეცრად გარდაიცვალა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, 24 აგვისტოს სასტუმრო „ვოსტოკში“ მცხოვრებმა მარიამ ალექსანდრეს ასულმ კუდერნისინამ თვითკვლელობის მიზნით საწამლავი დალია. ის მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელიც ფარმაცევტ სულაბერიძეს ცილს სწამებდა და ქალაქის საავადმყოფოს ხარფუხის განყოფილებიდან წამლების ქურდობაში სდებდა ბრალს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, სამოსამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე, სენატორი ალ. ვასილის ძე კოჩუბეი და ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი გიორგი (ეგორ) ივანეს ძე მუსელიუსი თბილისის ოლქის სასამართლოში იუსტიციის მინისტრ ივანე გრიგოლის ძე შჩეგლოვატოვს ელოდნენ.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, თბილისში ხოლერით დაავადდნენ: გრიგოლ არუთინის ძე ფირუმოვი მეუღლითურთ, ჰუსეინ ნესეიბულის ძე მიასოუტოვი, ვასილ ვართანის ძე ვართანოვი, ნინო ივანეს ასული სვიმონიშვილი, ალექსანდრა ლუკას ასული სავუსკანი და ნანა (ხანუმა) საფაროვა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აჭარის მცხოვრები, 57 წლის გიორგი მიხეილის ძე ფურცელაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აჭარის მცხოვრები, 24 წლის ავტონომას პლატონის ძე ჩიქოვანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აჭარის მცხოვრები, 30 წლის გრიგოლ პლატონის ძე ჩიქოვანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აჭარის მცხოვრები, 43 წლის დიომიდე ალექსანდრეს ძე გეგიაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აჭარის მცხოვრები, 34 წლის მიხეილ სამსონის ძე საბაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე ტერ-დავიდოვი ელისაბედის ქუჩა N60-ში კერძო გაკვეთილებს ატარებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ბავშვთა სნეულებათა ექიმი გ. ნ. მაგაკიანი პაციენტებს მიხეილის 36-ში იღებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 აგვისტოს „სახალხო გაზეთის“ ცნობით, თბილისის სახაზინო თეატრში მოგზაური ქალი ა. ა. კორსინისა წაიკითხავდა პირველ სამეცნიერო-სახალხო გეოგრაფიულ ლექციას — „ავსტრია“. ეკრანზე სურათების დემონსტრირებას ა. ი. ეფიმოვი მოახდენდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართულ ღონისძიებაზე ვ. ს. მესხიშვილმა გოგოლის „შეშლილის წერილები“ წაიკითხა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ვ. ალექსი-მესხიშვილის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოში მონაწილეობა მიიღეს გ. გედევანოვმა და ნ. გოცირიძემ, აგრეთვე მწერლებმა: რ. ლეჩხუმელმა, ტრ. რამიშვილმა, ფ. რუშაველმა, პართენაშვილმა, ქუჩიშვილმა და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ვ. ალექსი-მესხიშვილის თაოსნობით ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გ. გედევანოვმა და ნ. გოცირიძემ, აგრეთვე მწერლებმა: ბ. ახოსპირელმა, გელამ, ეშმაკმა, იასამანმა, ირეთელმა და სხვებმა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები სამსონ ჯანდელიანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები კოკია დადეშქელიანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები, 28 წლის გიორგი კონსტანტინეს ძე ცინცაძე (დოკუმენტში გადახაზულია).
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს აფხაზეთის მცხოვრები, 32 წლის ვასილ გიორგის ძე გურჯუა (დოკუმენტში გადახაზულია).

