რეგისტრირებული ფაქტები92423
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 6 დეკემბერს სოლომონ ყარალაშვილს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს, სოლომონ ყარალაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დააკავეს ცნობილი აბრაგი ზელიმხანი (ზელიმხან ხარაჩოელი).
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან სოლომონ ყარალაშვილი თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად მსახურობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910-1911 წლებში სოლომონ ყარალაშვილი კავკასიის მეფისნაცვალთან მსახურობდა სამხედრო-სახალხო სამმართველოში.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს სოლომონ ყარალაშვილი მისი უდიდებულესობა მეფისნაცვლის მოადგილის ობერ-ოფიცრად დაინიშნა კავკასიაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
სოლომონ ყარალაშვილი რუსეთის არმიის 1900-1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში მონაწილეობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 14 ოქტომბერს სოლომონ ყარალაშვილი 1-ლი კავკასიური საარმიო კორპუსის სარდლის ადიუტანტად დაინიშნა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თაყაიშვილი დააპატიმრა, ქონება ჩამოართვა და დახვრიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან გიორგი თაყაიშვილი კონტრრევოლუციური საქმიანობით იყო დაკავებული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გიორგი თაყაიშვილი არ წასულა ემიგრაციაში სხვა გენერლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გიორგი თაყაიშვილი ეხმარებოდა აზერბაიჯანულ მხარეს ბაქოს გამაგრებული რაიონის პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების მოწყობაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან გიორგი თაყაიშვილი სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი იყო.

