რეგისტრირებული ფაქტები32577
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 აპრილს ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიის ეზოში მღვდელ იოანე კანდელაკის თავმჯდომარეობით შედგა სამრევლოს კრება სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლებისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს დამფუძნებელ კრებას სთხოვეს, საღმრთო სჯული სავალდებულო საგნად მიეღოთ და სამღვდელოების შენახვაზე სახელმწიფოს ეზრუნა. მათი თქმით, ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ უნდა ყოფილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა 1-ლ გიმნაზიაში მღვდელ ნ. აბესაძის თავმჯდომარეობით გაიმართა მშობელთა კრება. მშობლები ითხოვდენენ საღვთო სჯულის სწავლების აღდგენას თუნდაც არასავალდებულოდ. მათ განცხადებით, სკოლებში შექმნილი იყო ანარქიული სიტუაცია, ბავშვების სწავლისადმი დამოკიდებულება გახდა ინდიფერენტული და თვითნებურად ხდებოდა სწავლის მიტოვება. მშობლები ქრისტიანულ სწავლებას თვლიდნენ სავალდებულოდ, ითხოვდნენ მის სწავლებას სურვილისამებრ და ჯამაგირის გადახდას სწავლის ქირის თანხიდან. კრებაზე გადაწყდა, რომ სანამ მთავრობა გამოსცემდა რაიმე წიგნს ეთიკის დარგიდან, განეხილათ ეს საკითხი.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.
ტიპი: ღონისძიება
ვანო და გაიანე დავითაშვილების ორივე ვაჟი ომში დაიღუპა. არჩილის საფლავი ვერ მოიძებნა, მარლენი კი უკრაინაში დაკრძალეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გამოსვლა ცხინვალში სახელმწიფო ხარჯებით გიმნაზიის გახსნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება სკოლების ეროვნულ საფუძველზე მოწყობის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაზე, რაც ზედმეტად ჩათვალეს კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილების შესახებ. ამისთვის მინისტრს გაუხსნეს 58 610 მან. კრედიტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მოხსენება განსვენებული ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლის ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისთვის 3 ათასი მანეთის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მას დახმარებაზე უარი ეთქვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სახალხო სკოლების ყოფილი ინსპექტორის, ვასილ ჯაფარიძის დასამარხად დახმარების გამოყოფის შესახებ. მის ქვრივს გადასცეს 5 000 მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრის მოხსენების – ტაბახმელაში ყაზაროვისა და შანშიევის ზარალის ანაზღაურების შესახებ – საფუძველზე დაადგინეს: აუნაზღაურდეთ, თუ ზარალი რესპუბლიკის ჯარებმა მიაყენეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის გამოსვლა ჯარისკაცთა ბინადრობის გამო სახლების პატრონთა ზარალის ანაზღაურების შესახებ. დაადგინეს: იმ შემთხვევაში აენაზღაურებინათ, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყვნენ დაზარალებულები.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნული იყო პედაგოგიური ფაკულტეტის საჯარო სხდომა, რომელსაც ქრისტინე შარაშიძე უნდა დასწრებოდა. ბილეთს ხელი მოაწერა პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის წინადადებით ხორუნჟ (დაბალი ჩინის ოფიცერი) ალექსი დრობაშევისთვის ქვეყნის დემოკრატიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ათასი მანეთის გადაცემა გადაწყდა.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს დავით ურატაძე მხედართა ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებით ახალი საინფორმაციო ჯგუფის შექმნას ითხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრის წინადადებით გადაწყდა: ბათუმის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად ნამუშევარ მარიამ ასათიანს შემწეობის სახით მიეცეს 500 მან.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წლის 23 იანვარს ილია კუჭუხიძე ვერ დაესწრო მხედართა საინიციატივო ჯგუფის წევრად არჩევის თაობაზე დანიშნულ სხდომას, რადგან წერილი დაგვიანებით მიიღო. იგი გრიგოლ ავალიანს ბოდიშს უხდის და ახალ მისამართს უგზავნის.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ოჯახის უმცროსი თაობა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 ნიკო საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე მუსხელიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ახალციხეში გაუგზავნა წიგნების სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიშო მაჩაბელს ყვირილაში გასაყიდად წიგნები გაუგზავნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წიგნები წაიღო გორში გასაყიდად.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნორიოს სკოლის მასწავლებელ, ლ. ქართველიშვილს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადობამ ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძეს ახალციხეში გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ექვსი თვის გასვლის შესახებ. გადაწყდა, ამ დღის აღსანიშნავად გაიმართოს პარლამენტის საზეიმო სხდომა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიენდოთ განმარტების გამოქვეყნება ინგლისელებისა და მათი მოკავშირეების საქართველოსთან დამოკიდებულების შესახებ.

