საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32686

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე. სხვა წევრები: შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარის მაგიერ მ. გობეჯიშვილი (მდივანი მაისურაძე) განათლების სამინისტროს სწერდა, რომ გამგეობამ მხედველობაში მიიღო მაზრაში საშუალო სასწავლებლის გახსნის საჭიროება, ამიტომ 1919 წლის 31 ივლისს დაადგინა: ქ. ონში მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გაიხსნას გიმნაზია, რომლის თვიურ ხარჯებს გამგეობა თავის თავზე იღებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით ანტონ ფანცულაიას, ხონის საოსტატო სემინარიის დურგალს, განათლების სამინისტრომ სპეციალური თანხიდან 5000 მანეთის დახმარება გამოუყო.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა სახაზინო ხარჯზე მიღების შესახებ და დადგინეს: ხაზინის ხარჯზე მიიღონ ცხინვალისა და დუშეთის სასწავლებლები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება ახალი დაწყებითი სკოლების შესახებ და დაადგინეს, თბილისის გუბერნიაში გახსნილიყო 36 ახალი დაწყებითი სასწავლებელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლის, სტანისლავ ვოშინსკის შესახებ განათლების მინისტრმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე ანდრეი იურჩაკის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ოგანეზოვის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმქომედო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელმა შევარდენიძემ სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სკოლის გახსნის თაობაზე მოხსენების ასლის დაბრუნება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლებმა მისწერეს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ფ. სირაძე სამინისტროს დაუკითხავად მიიწვიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ვარიანის მცხოვრებ მეგრელიშვილის საკითხი, რომელსაც მიეცა 2500 მან. ვარიანის გოგებაშვილის სახელობის ქართული სკოლის ბინის ქირის ანგარიშში იმ პირობით, რომ მას დეკემბრის დამლევს უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის სკოლის შესაფერისი შეკეთებული საკუთარი სახლი. 4 წლის განმავლობაში საზოგადოება თავისუფალი იქნებოდა ბინის ქირისაგან. მეგრელიშვილმა პირობა ვერ შეასრულა. საჭირო გახდა, დაუყოვნებლივ მოეთხოვათ მისთვის ფულის დაბრუნება. გამგეობამ მასწავლებელ მიხეილ ჩიქვანიძეს მიანდო, გადაახდევინოს მეგრელიშვილს 2500 მანეთი და დაუბრუნოს საზოგადოებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში განათლების მინისტრის ამხანაგმა ნოე ცინცაძემ ხელი მოაწერა დადგენილებას პედაგოგიური მუზეუმისთვის ხაზინიდან 26 400 მანეთის გამოყოფაზე, რადგან მუზეუმს შეეძლო პედაგოგებს თანამედროვე მიღწევების გაცნობაში დაეხმარებოდა, რაც გავლენას მოახდენდა სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1918 წლის სტიპენდიატების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის, თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების შესახებ. გამგეობის განჩინებით იანვრიდან მაისის ჩათვლით თითოეულს თვეში ასი მანეთი დაუნიშნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

პედაგოგიური მუზეუმის დაფუძნების შესახებ 1918 წლის დოკუმენტის მიხედვით, განათლების სამინისტრომ ალექსანდრე ჯავახიშვილს მისწერა, რომ დასთანხმებოდა თბილისის ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის გამგებლობას და ჩაებარებინა მთელი ქონება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასამართლოებში საქმეთა წარმოებისთვის ვექილის არჩევის საკითხი. იმ დროისთვის საზოგადოების იურიდიულ საქმეებს გრიგოლ რცხილაძე განაგებდა. გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო ამ საქმის მოგვარება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე (თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) განიხილეს სოხუმის გამგეობის თხოვნა, გაეხსნას მას წიგნის მაღაზიისთვის 10000 მანეთის ნდობა. გამგეობამ ეს მოთხოვნა დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1918 წლის დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც შეამოწმა და უშეცდომოდ მიიჩნია გამგეობის წევრმა შიო დედაბრიშვილმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გაეცნენ საგურამოს სკოლის მასწავლებლის, ეკატერინე ბახტაძის დეპეშას ავადმყოფობის შესახებ.