რეგისტრირებული ფაქტები32576
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 6 ივნისის ბრძანებით, სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოანგარიშე ვიტოლდ რიპინსკის ავადმყოფობის გამო 10 ივნისიდან მიეცა ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით. დაამოწმა ი. პეტრენკომ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით, მინისტრის მდივანსა და მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულ იოსებ მაჭავარიანს ბრძანების გამოსვლიდან ერთ კვირაში გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების გასაუქმებლად ყველა ზომისთვის უნდა მიემართათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების საქმისმწარმოებელი ონუფრი პავლეს ძე ბარკოვსკი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 16 ნოემბრის ბრძანებით, შტატის გარეშე დარჩა სალიკვიდაციო განყოფილების არქივის უფროსი ევგენი კონსტანტინეს ძე როძევიჩი, რომელსაც მიეცა ერთდროული დახმარება.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბერს თბილისის რკინიგზის მილიციის უფროსმა კ. ა. ჩხეტიამ შეადგინა აქტი, რომ საღამოს 11 საათზე ილია დგებუაძემ და სხვა მილიციელებმა განყოფილებაში მიიყვანეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ გასხვისების ზოლის გენერალ-გუბერნატორს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველის განკარგულებით მიწის ქვეშ მომუშავე მეცეცხლურებისთვის ტანსაცმლისა და ჩექმების გამოყოფის შესახებ მიმოწერა გაუგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი ანდრეი სერგოს ძე არუშანიანცი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი სტეფან ალექსანდრეს ძე ვართანოვი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი ნიკოლაი ალექსანდრეს ძე ჯამულოვი ჩარიცხეს ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახის (შამახი) ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილში. მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გაგზავნეს 19 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი მამიკონ გულბანდის ძე მარტიროსოვიჩი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი ვლადიმერ ივანეს ძე დემინსკი ჩარიცხეს ახლადფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში (შამახი). მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გადააგზავნეს 19 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი არსენ თამროზის ძე მირზოიანცი ჩარიცხეს ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილში ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახში. მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური 19 იანვარს გაგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ნოემბერს კანცელარიის ვიცე-დირექტორმა ზურაბ მაჩაბელმა გზათა სამინისტროს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის 19 ნოემბრის N359 მიმართვის თარგმანი გაუგზავნა. დოკუმენტი, რომელიც თბილისში შეჩერებულ 5500 მეჯიდიეს ეხებოდა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის ჯარისთვის იყო განკუთვნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანხის ოსმალეთში დასაბრუნებლად საჭირო განკარგულების გაცემა ითხოვეს. კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო პ. ანთელავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ნოემბერს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისის გუბერნატორს სთხოვა, ფხოველის ნავთის წარმოების მილიციის უფროსის, ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიციელისთვის, რომლებიც თბილისში საქმეზე ჩამოვიდნენ, იარაღის ტარების უფლება მიეცა. ანდრონიკაშვილს – ნაგანის რევოლვერის N27209, ოსმალური კარაბინისა (უნომროდ) და ორი რუსული ვინტოვკის – N160775 და 103683 ტარების ნებართვა სჭირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს წითელი გვარდიის მთავარმა შტაბმა წითელგვარდიელ დავით ხუციშვილის სახელზე ხელწერილის გაცემა ითხოვა მე-2 ბატალიონისთვის 2 კასრი წყლის სატარებელად. ცისტერნები იყო ავლაბარში, საჯინიბოში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტის ბიურომ დაადგინა, გაერკვია ტ. საღირაშვილისა და ტ. მუხარინსკის დღესასწაულებზე მუშაობისთვის დამატებითი ხელფასების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივნისს წითელი გვარდიის ნაძალადევის რაიონის შტაბი მთავარ შტაბს სთხოვს თანხის, 300 რუბლის, გამოყოფას წითელგვარდიელი ზახარი გერმანოზაშვილის დაკრძალვისათვის. დასაფლავება დანიშნულია 6 ივნისს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისის სხდომაზე თბილისის ვერის რაიონის წითელი გვარდიის შტაბმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა გაეწია მთავარ შტაბთან ცხინვალში გაციებული და ლოგინად მყოფი წითელგვარდიელი ეგია ადამიასთვის 400 რუბლით დახხმარების შესახებ. მას ძალიან უჭირდა და ნივთებს ყიდდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 მაისს მილიციის უფროსის დამხმარესთან, იმნაიშვილთან გამოცხადდა წითელი გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე და განაცხადა, რომ წითელი გვარდიის შტაბის განკარგულებით ინტენდანტის სავაჭრო მაღაზიიდან 4 ტვირთმზიდი 1000 ფუთი შაქარი მერვე კომისარიატმა გააჩერა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში პაველ მახარინსკის შტაბმა სამხედრო მდგომარეობის გამო თბილისის ერთ-ერთი მაღაზიისთვის სასწორის ჩამორთმევა გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვალს გზათა მინისტრის მოადგილემ, მიქაიამ N23 ბრძანებით ტექნიკური სამმართველოს ინჟინერ ვლადისლავ ნოვოდვორსკის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ამ თანამდებობის აღმსრულებლის ხელფასის შენარჩუნებით.

