საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სახალხო სკოლების ინპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა თბილისის სამაზრო მმართველობას აუწყა, რომ მთავრობამ წყნეთში სკოლის გახსნის ნება დართო და სოფელს სთხოვა, ხაზინაში შეეტანა მასწავლებლის წლიური ხელფასი 400 და მსახურის 100 მანეთი, ასევე მოემზადებინა მასალა შენობის ასაგებად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში მომრიგებელ შუამავალთა კრებაზე განიხილეს იონა მეუნარგიას მოხსენება სასოფლო სასამართლოების ცვლილებების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსი ლუარსაბის ძე გოთვუაძე ჯარისკაცი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მწერლის, სეზმან ერთაწმინდელის პატივსაცემად უნდა წარმოედგინათ პიესა „ლურჯი ხალათი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წინაშე წარდგა ვრცელი მოხსენებით თბილისის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სამკითხველოს გამგემ, ელენე ჯინოვისამ გაზეთ „ცნობის ფურცელში" ანასტასია დიმიტრის ასულ ბაქრაძეს წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი „ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს სახალხო სახლში დაგეგმილი წარმოდგენების დაწყებამდე ილია ნაკაშიძემ წაიკითხა რეფერატი „ხელოვნების მნიშვნელობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვეფხო ფშაველის ლექსი „ნუ შემიბრალებთ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებას ისარლიშვილმა წინადადებით მიმართა, დაარსებულიყო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობდა ადგილ-მამულების გამიჯვნის საქმეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს აკაკი წერეთელმა გადაწყვიტა თავისი „თავგადასავლის" გამოცემა. მსურველებს შეეძლოთ, წიგნი წინასწარ შეეკვეთათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის სტატია „ქართული მართლწერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „აკაკის ხსოვნას“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოგონება „აკაკი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მგოსნის დაკრძალვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში სიო ჭანტურიშვილმა პიესა „სული ობოლი“ დაწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ხოსიტაშვილის ლექსი „გარდაიცვალა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართულ კონცერტზე იოსებ საღირაშვილმა ფანდურზე დაუკრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჯაფარიძის წერილი „ვლ. ალექსი-მესხიშვილს“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნინო ვაჩნაძემ გამომცემელ მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიის დახმარებით გამოსცა „ზრდილობა, ცხოვრების ცოდნა, მართებულად ქცევის წესები". წიგნი ღირდა 3 შაური.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საბჭოს მდივანმა სტეფანე ჭრელაშვილმა მოხსენება მოამზადა იმის შესახებ, რომ ქალაქს სჭირდებოდა საკუთარი სტამბა, რადგან სასტამბო საქმეებზე ბევრი ფული იხარჯებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გედ. გელოვანის ორი ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გედ. გელოვანის ორი ლექსი გამოქვეყნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კაჭრეთელი გლეხის, დ. სოლოღაშვილის წერილი „კახელი გლეხის მწარე კვნესა“ აკაკის გარდაცვალების გამო.