საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33144

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პელაგი წერეთელი მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შალვა ტაბატაძე ქალაქ ჭიათურაში მონაწილეობდა აჯანყებაში იარაღით ხელში, მაგრამ პასიურად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შალვა ტაბატაძე სოფელ ბრეთში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული შალვა ტაბატაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ციმბირში გადასახლებისა და იქიდან გაქცევის შემდეგ თედო სახოკია 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას სხვადასხვა პერიოდში უთანამშრომლია შემდეგ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ჯეჯილი“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თანამშრომლობდა ჟურნალთან „მნათობი“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 10 ნოემბერს თბილისის სამსჯავრო პალატამ სააპელაციო წესით გაბრიელ ანდრონიკოვისა და ანტონ ფალიევის ქონებრივი დავა ფალიევი და მსჯავრის გამოტანა სამომავლოდ გადადო.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროების“ თანახმად, გიგო მაყაშვილს ტატო და გაბრიელ მაყაშვილები თელავში დამწვარი სახლის აღდგენაში დაეხმარნენ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 26 მარტს გორში, თავად ივანე ერისთავის სახლში, ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც გიორგი ერისთავი მონაწილეობდა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 26 მაისს ქუთაისის სამსჯავროში გაიმართა ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ანა ხიმშიევა-დუბროვასა და მისი ვაჟის, პავლე ქავთარაძის სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე სკალკოვსკი თავმჯდომარეობდა, ხოლო ბრალდებულთა უფლებებს ვექილი ლეონიდ ნესტოროვი იცავდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 21 ივნისს ამიერკავკასიის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და პაკულა ხეჩატუროვების სახლი თბილისში, რომლებსაც დროულად ვერ გადაუხდიათ გირაოს საფასური 2500 მანეთის ოდენობით.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად თელავის მკვიდრმა ლევან ჯანდიერმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო ახალი ქართული წიგნებისა და გაზეთების რეალიზაციაში.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტმა წარჩინებული სწავლისათვის ოქროს შიფრით დააჯილდოვა სტუდენტი ეფემია გაბაშვილი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, სენაკის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ალექსანდრე ნანეიშვილი დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომლის თანაშემწე კონსტანტინე ალშიბაია დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, შორაპნის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ქაიხოსრო ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის II განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ოტია დადიანი, დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის საბაჟოს უფროსი, კოლეგიის მრჩეველი ანდრეი ფილადელფინი, დაჯილდოვდა სტანისლავას I ხარისხის ორდენით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის საგლეხკაცო განყოფილების მოხელე, პონ. გაბუნია და I განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, დიმიტრი წულუკიძე, დაჯილდოვდნენ იმპერატორის გვირგვინით.

1869

ტიპი: ღონისძიება

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძოობითი განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის მისაღებად.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა 1968 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ქრისტინა გვაჯავას მემკვიდრეებს, ექვსი თვის ვადაში წარედგინათ სასამართლოსთვის მემკვიდრეობის მისაღებად საჭირო საბუთები.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მოსკოვის გილდიის ვაჭრის, ნ. ი. პორესჩენკოს კერძოობითი განცხადება იმის შესახებ, რომ მის მიერ წარმოებული ჩაი, რომელსაც თავად რუსეთის იმპერატორი მიირთმევდა, ამიერიდან თბილისში, იაკობ ბაბანასოვის მაღაზიაში გაიყიდებოდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტისთვის საჭირო სახსრების მოძიება გრიგოლ ორბელიანმა პლატონ იოსელიანს დაავალა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტს გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა.