საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1907 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1907 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1915 წლის 5 მაისს გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1914 წლის 10 ნოემბერს IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს „რუს სამხედრო ინვალიდთა“ კავშირის ხელმძღვანელობისას ალექსანდრე ერისთავმა კოლოსალური მუშაობა გასწია თანხების მოძიების საქმეში, მოხუცების თავშესაფრების შოვნაში, უმუშევართა სამუშაო ადგილების მოძიებასა და სხვა სახის საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან ალექსანდრე ერისთავი საფრანგენთში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ორგანიზაციების მუშაობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ალექსანდრე ერისთავი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლიდან ალექსანდრე ერისთავი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ალექსანდრე ერისთავმა დატოვა რუსეთი და დაბრუნდა საქართველოში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ოქტომბერს ალექსანდრე ერისთავი იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავი ყუბანის კაზაკთა 1-ელი ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლიდან ალექსანდრე ერისთავი მე-20 ცხენოსანთა საარტილერიო ბატარეაში მსახურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ალექსანდრე ერისთავი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ტარას ვაშაკიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ტარას ვაშაკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ტარას ვაშაკიზე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში ჩაირიცხა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ტარას ვაშაკიძე კავკასიის ფრონტზე მსახურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1916 წლის 7 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ ტარას ვაშაკიძეს პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მა გადასცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საფრანგეთის პრეზიდენტმა 1915 წლის 31 ივლისს ტარას ვაშაკიძეს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ უბოძა, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 დეკემბერს, სარიყამიჩის ოპერაციისას, ტარას ვაშაკიძემ ასეული ათეულებად დაჰყო და თურქების ბანაკისკენ დაძრა. მატ უბრძანა სროლა არ დაეწყოთ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. იგი მარტო წავიდა მტრის პოზიციებისკენ და თურქებისგან დანებება მოითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ თურქმა ოფიცერმა დანებების გადაწვეტილების შესახებ შეატყობინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარში სარიყამიშის ოპერაციის დროს ტარას ვაშაკიძემ თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ტარას ვაშაკიძემ დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.