რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ერთ-ერთი ძმა, გიორგი მასზე ორი წლით იყო უმცროსი.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე შიო დედაბრიშვილი პირველი შთაბეჭდილებით მეტად გულჩათხრობილ, ჩუმ, განმარტოვებულ ადამიანად მოჩანდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს თედო სახოკია ახასიათებდა პოლიცმეისტერ ანდრია ლაკირბაიას ყოველგვარ ადამიანობაზე ხელაღებულ პიროვნებად.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს პარიზში მოღვაწე ალექსანდრე გაბუნიას უკურნებელი სენის, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა.
1937
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეროვნებით იყო ქართველი.
1943
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1943 წლის 16 მაისს ბიოგრაფიის დაწერისას თედო სახოკია სამოცდათექვსმეტი წლისა იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898-1900 წლებში საქართველოს ეკლესიის ქომაგი ნიკოლოზ დურნოვი რუსეთში გავლენიანი პირი იყო.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში მეუღლე ნადე კეკლია და ორი წლის ქალიშვილი თინა დახვდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 ოქტომბერს ბაქოში გაემგზავრა კავკასიის სამთო სამმართველოს უფროსი რუგევიჩი.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის 29 დეკემბერს ავჭალაში ისიდორე ნატმელაძეს ტრამვაი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პრაპორშიკი დათიკო დიმიტრის ძე ბზიავა დაჭრილი იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბაქოს დრამატული წრის მიერ მიწვეული ელენე იოსების ასული ანდრონიკაშვილი და შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) ბაქოში გაემგზავრნენ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა კურსკის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ევრეინოვი.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან გუნიას შალვა ანტონის ძე მიქელაძე მკურნალობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში უნდა ჩამოსულიყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 4 სექტემბერს ბათუმში გამართული წარმოდგენის შემდეგ ვალერიან ლევანის ძე გუნია ცუდად გახდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დეკორატორი ს. ჭელიძე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით დროებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 19 ოქტომბერს პეტერბურგში გაემგზავრა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე მელნიკოვი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივლისში პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი მსახიობი კირილე მაჭარაძე საქართველოში დაბრუნდა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ომში ოსმალეთის საზღვარზე მებრძოლი დავით აკოფაშვილი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალმ. კალანდაძე გაზეთ „სამშობლოს“ კორესპონდენტ გ. მუმლაძეს მიეპარა და ჯოხით სცემა გაზეთში წერილის დაბეჭდვის გამო.

