საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2208

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, კონსტანტინე (კოსტა) გალანიდი წარმოშობით იყო ბერძენი.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 16 სექტემბერს ავადმყოფი მსახიობი ვალერიან გუნია ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა გასინჯა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პორუჩიკი გაბ. დავ. ხოფერია I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი დავით ნახუცრიშვილი ავად იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თედო ჟორდანიას განკურნების შემდეგ თბილისში უნდა ეცხოვრა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო ივანეს ძე გიგოშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

20 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ჰოფმაისტერი გ. დ. შერვაშიძე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო ვიცე-გუბერნატორი ა. ა. კალაჩოვი.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ზაფხულში ვასილ აბაშიძე სამკურნალოდ ახტალაში წავიდა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 პოლკის ჯარისკაცი, ალექსანდრე ვაშკიძე იაპონელებმა ტყვედ აიყვანეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივლისში ომში დაჭრილი ლავრენტი იოსების ძე ბერიძე კიევის ერთ-ერთ ლაზარეთში მკურნალობდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ზაფხულში მსახიობი ვასილ აბაშიძე უსახსრობის გამო დასასვენებლად ვერსად წავიდა და კლუბების წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჩოხატაურის რაიონის სოფ. ნაბეღლავის მცხოვრები დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მარცხენა ხელს ვეღარ ამოძრავებდა, ფეხშიც მძიმედ იყო დაჭრილი და მას შემდეგ ჯოხით დადიოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფურჩხეთის მცხოვრები თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1902 წელს დაიბადა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჩიბათის მცხოვრები სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოზურგეთის რაიონის სოფ. თხინვალის მცხოვრები იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1899 წელს დაიბადა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბათუმის ბრძოლის მონაწილე, წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის მცხოვრები სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი 1901 წელს დაიბადა.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჭავარიანი 1943 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, გორკის ქუჩა №31-ში.

1938

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1938 წლამდე დუტუ მეგრელი ცხოვრობდა თბილისში, ერისთავ-ხოშტარიას №8-ში.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის მიხედვით 1942 წლამდე იგი ცხოვრობდა ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.