საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვმა ნაძალადევში მიწის იჯარის მაღალი საფასურის პროტესტის ნიშნად გამგეობაში საჩივარი შეიტანა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „აკაკის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება შალვა დადიანის სტატიისა „ხელოვნების მოკლე ისტორია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახუშტი კოტეტიშვილის სტატია „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაგო ტეტუნაშვილის ლექსი „გამოსალმება“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ ქართული წიგნი „სამზარეულო“ შეადგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკემბერში ჟურნალი „მოამბე“ სოფრომ მგალობლიშვილის ახალ მოთხრობას გამოაქვეყნებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ივანე მიქაძის კორესპონდენცია „ერთი ცრუ ამბის გამო“ სამტრედიაში ნავთის ფასის მატების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე დავით ხარაზოვმა კომისიის წევრებისთვის ქალაქის ხაზინიდან ჯილდოს სახით თანხის გამოეყოფა მოითხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ს. აწერის-ხევი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ არჩილ დარეჯანაშვილის ნარკვევის „მცენარეთა მეტყველების“ მორიგი თავი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში გიორგი ბოკერიას მოთხრობა „პეტრე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ XI ნომერში გიორგი იოსელიანის მოთხრობა „პატარა ურია ტყვეობაში“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის თუთუნის ფაბრიკის თანამშრომელმა სტეფანე ფირალოვმა თამბაქოს მაღაზიაში ელექტროენერგიის გადატანის ნებართვისთვის ქალაქის საბჭოს თხოვნით მიმართა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბრწყინვალე დღე“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ივნისის „დროებაში“ გ. ერთგულაძის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზ. შათიროვის წერილი რედაქტორთან.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „სიმღერა პერანგზედ“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ბაქრაძემ „სიმღერა პერანგზედ“ ეკატერინე ღვინიაშვილისას მიუძღვნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის ფელეტონი „ქიზიყის მეცხვარეები“ დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასასრული ამ. პირველის მოთხრობისა „შურისძიება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ანტონ ხუდავერდიანის ლექსი „ცხონებული ეშია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასის მიერ წარმოდგენილ „გაწყვეტილ სიმზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის დასის მიერ წარმოდგენილ „ქრისტინეზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ნინო დავითაშვილის საბენეფისოდ ოსტროვსკის პიესა „უდანაშაულოდ დასჯილნი“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „არივ-დარია“ წარმოადგინეს.