საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32191

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიის მონაწილენი გაემგზავრნენ პეტროვსკში. სესიის თავმჯდომარე იყო პალატის უფროსი თავმჯდომარე, სენატორი ვრასკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 ოქტომბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორმა ა. ი. სლავინსკიმ დაათვალიერა ქუთაისში ებრაელების ახალი სკოლა, ძალიან კმაყოფილი დარჩა და სკოლის საპატიო მზრუნველ ლანგეს სკოლის ლამაზად მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 მაისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულომ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მთავრობამ დავით მელიქიშვილი გუბერნიის მარშლად არ დაამტკიცა ფორმალური მოთხოვნილების დარღვევის გამო. განმეორებითი არჩევნებისთვის საგანგებო კრებას მოიწვევდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მარტს თბილისის სამღვდელოებამ მარკოზ ტყემალაძის თავმჯდომარეობით გამართა კრება წიგნთსაცავ-სამკითხველოს დაარსებასთან დაკავშირებით და გადაწყდა მისი დაარსება. დადგენილება საქართველოს ეგზარხოსმა ფლაბიანემ დაამტკიცა. სამკითხველომ მუშაობა 19 აპრილიდან დაიწყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 აპრილს, კვირა დღეს გორში ჩატარდა მაზრის მემამულეთა სინდიკატის წევრთა კრება. კრებამ თავდაპირველად დაამტკიცა 1899 წლის სინდიკატის მოქმედების ანგარიში. შემდეგ დაამტკიცა 1900 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომლის ჯამი 24 ათასი მანეთი იყო. კრების დასასრულს ჩატარდა არჩევნები და სინდიკატის დირექტორად ვ. ზ. მაჩაბელი აირჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 26 აპრილს, დილის 11 საათზე, გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება იოსებ ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს 1899 წლის ბანკის ანგარიში. კრების დადგენილებით  1900 წელს ანგარიში უცვლელად დარჩა და გადაწყდა, შემდეგ შეესწორებინა ვარლამ მიქელაძეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქალაქ გორში ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ დაიდგა აკაკი წერეთლის ცოცხალი სურათი „აკაკი ბავშვებთან“. ღონისძიების საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდნენ მარო თარხნიშვილი, მისი და ეკატერინე და ადგილობრივი გიმნაზიის მასწავლებლები ესტატე ხუციშვილი და არჩილ ღვინიაშვილ-ლომაური. შეასრულეს აკაკი წერეთლის ტექსტებზე შექმნილი ნაწარმოებები: „სულიკო“, „ნანა“ და „დაიგვიანეს“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სასოფლო გაზეთის“ ოცდამეჩვიდმეტე ნომერში ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ „დასასხნელი პირობის შედგენას“ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილი გაყიდდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 21 ივნისს თბილისში სტუმრად მყოფი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვის პატივსაცემად მეფისნაცვლის სასახლეში საზეიმო მიღებაზე მიიწვიეს საქართველოში მოქმედი ყველა სარწმუნოების სასულიერო პირი, მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები და თავადაზნაურობის წარმომადგენლები.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია რამდენიმე კვირის წინ თელავის მოედანზე გამართული საერთო სახალხო თავყრილობის შესახებ, რომელზეც ვახტანგ ორბელიანმა მსმენელებს გააცნო ახალი სამოსამართლო წესდება.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა გიორგი ერისთავსა და ბაგრატიონ-მუხრანბატონებს შორის არსებული სამეზობლო დავის განხილვა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 21 ივნისს თბილისში მოეწყო ქალაქის გარნიზონის სამხედრო ნაწილების საზეიმო დათვალიერება, რომელსაც დაესწრო საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი და კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 აპრილს გორის ადგილობრივ კლუბში მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ კონცერტზე  დები თარხნიშვილების გუნდმა შეასრულა შემდეგი ნაწარმოებები: „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „მუშური“, „ოროველა“, „ურმული“, „მე რეგვენი პატარძალი“, „ნანა კახური“, დამუშავებული მარო თარხნიშვილის მიერ. კლუბი სავსე იყო მსმენელით.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა ზაქარია ბარათაშვილის სარჩელის განხილვა სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სადავო მამულის თაობაზე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დაინიშნა დავით სააზოვსა და ნიკოლოზ თამამშოვს შორის საგაბაშვილოს მამულში მდინარისპირა მიწის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 10 აგვისტოს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში ჩაინიშნა სახელმწიფო ქონებათა სამმართველოსა და მოქალაქე ნაზარ ნაზარბეგოვს შორის სოღანლუღში ბაღის გამიჯვნის თაობაზე წარმოქმნილი დავის განხილვა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს ლაიფციგიდან მიხეილ თამამშევისგან მოუვიდა შემოწირულობად წიგნი „Geschichte der Staaten von georgien, 1788", შედგენილი გეორგ აუგუსტოს ბრეიტენბახის მიერ. გამგეობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლაიფციგში თამამშევს საინტერესო შემოწირულობისთვის.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის ქალიშვილი სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 3 ივნისის „ცნობის ფურცელის" მიხედვით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს მიხეილ თამამშევმა შესწირა Khatoff-ის „Carte de la Georgie-1828".

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარიამ წულუკიძის მოტაცების საქმე. ჯერ ქუთაისის ოლქის სასამართლომ ბრალდებულნი დამანაშავედ სცნო და დააპატიმრა. სამოსამართლო პალატამ გააუქმა ეს განაჩენი და კონსტანტინე და იასონ წულუკიძეებს, ნიკოლოზ ლორთქიფანიძესა და სლავენ ადამიას ჩამოართვა უფლელებები და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლა, ხოლო ილიკო წულუკიძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელი თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალთან „ოქტომბრელი“.