საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18685

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 სექტემბერს ქალაქის საბჭომ თბილისის გამგეობის წევრის, ი. ა. თაიროვის წინადადებით გადაწყვიტა, ქალაქის ხარჯით დაესაფლავებინა თბილისის მოურავი გიორგი ევანგულოვი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის წერილი „ისააკ ლევიტანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სპირიდონ მცირიშვილის მოთხრობა „გზაში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ III ნაწილი.

1889

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 30 ივნისს „ივერიის“ №92-ში დაბეჭდილი ფელეტონის „რამე-რუმე“ წაკითხვის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ ფელეტონის ავტორს, სოფრომ მგალობლიშვილს საყვედურის წერილი გაუგზავნა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის მაისში სპირიდონ მცირიშვილმა ახალციხის ციხეში დაწერა მოთხრობა „გზაში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატია „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეფემია მესხის მოგონება „პირველი გამოსვლა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ღია კარი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „ადამ მიცკევიჩიდან“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე ქალაქის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელმა შესტაკოვმა ქალაქის ხმოსნების არჩევნებისათვის მომზადება დაავალა ქალაქის გამგეობის პირველ განყოფილებას და თბილისის გამგეობის მდივანს, სტეფანე ჭრელაშვილს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის სარძეო განყოფილების გამგემ, ალექსანდრე ქალანთარმა განიზრახა, გამოეცა წიგნაკი კავკასიაში სარძეო მეურნეობის მდგომარეობისა და საჭიროებათა შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 სექტემბერს თბილისის გამგეობის წევრმა ევგრაფ ხოსროევმა თბილისის გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა ქალაქის საბჭოს დადგენილება, როგორ მიეგოთ პატივი განსვენებული გიორგი ევანგულოვისათვის.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა მიწათმოქმედების მინისტრს დეპეშით სთხოვა ნებართვა, ნოემბრამდე გაეგრძელებინა მეღვინე-მევენახეთა და მეურნეთა კრების ვადა და ნება დაერთო, გაეხსნა ცხენების მომშენებელთა კრება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი სეით გამრეკელი მადლობას უხდის აღალო თუთაევს, რომელიც დაჰპირდა მათ ახლად დაარსებული ხელთუბნის სკოლის თავისი მასალით გალესვასა და გამშვენიერებას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 15 ნოემბერს თბილისის გამგეობამ ალექსანდრე შადინოვის ანდერძი მიიღო. შადინოვმა ქალაქს სმოლენსკის გუბერნიაში მდებარე მამულები უანდერძა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი სექტემბრის „დროებაში“ პოლიევქტო კვიცარიძის სტატია „საგრამატიკო ტერმინოლოგია“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელმა შესტაკოვმა თბილისის გამგეობის სხდომას გააცნო კავკასიის მთავარმართებლის წერილი (თბილისის გუბერნატორის წერილთან ერთად), რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ხმოსნებს, რომელთაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში ჰქონდათ უძრავი ქონება, შეეძლოთ აერჩიათ, რომელ საარჩევნო ნაწილში ჩაწერილიყვნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 იანვრის „დროების“ ცნობით, ნ. ახვლედიანი ალექსანდრეპოლი-ყარსის გზის შესახებ ცუდ ცნობებს იწერებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება სკოლების ღამის დარაჯთა წახალისების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ ფირუაშვილის სტატია „ზაქათლიდან“ დაიბეჭდა.