რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, როდესაც დამარცხებულმა კიაზიმ ბეიმ ჯართან ერთად ბათუმის დატოვება გადაწყვიტა, ჯარისკაცებისთვის საგზლად ერთი დღის სამყოფი პური ითხოვა. გიორგი მაზნიაშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 30-წლიანი სამხედრო სტაჟით დაბრუნდა სამშობლოში და მეორე ქართული დივიზია შექმნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 მარტს ბათუმში სტეფანოვკის სიმაგრეებთან ბრძოლისას გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა თურქები დაამარცხეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ ემიგრაციაში მიმავალი მთავრობის შეპყრობის გეგმა ჩაშალეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904-05 წლებში რუსეთ იაპონიის ომში მძიმედ დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი პეტერბურგში გადაიყვანეს.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტის შემდეგ, მის ოჯახს სახლ-კარი და მამულები ჩამოართვეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში რევკომის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქიაზიმ ბეისთან. მათ სურდათ, რომ ბათუმი უბრძოლველად დაებრუნებინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ბათუმისთვის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა კახაბრის ფრონტს, რადგან მისი დაკავებით ოსმალები ბათუმის მფლობელები გახდებოდნენ.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მას არასდროს მიუღია მთავრობის ჯილდოები.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მისი ნათესავები არ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1945 წლების სამამულო ომის დროს თედო სახოკია არ იმყოფებოდა გერმანელთა მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ იგი არ მსახურობდა არმიებსა თუ რაზმებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში აჰმედ მუჰთარ ბეიმ გენშტაბს ბათუმის სრული ოკუპაცია დაავალა, სანამ ამას ბოლშევიკები გააკეთებდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
თურქეთის ჯარების ბათუმისკენ წინსვლის გამო 1921 წლის 10 მარტს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვისგან მოითხოვა ინსტრუქციები შემდგომ მოქმედებათა შესახებ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს დუტუ მეგრელის უმუშევრობის პერიოდში მის ოჯახს ნათესავები ეხმარებოდნენ ხშირად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესის უნივერსიტეტის დიპლომის აღების შემდეგ დუტუ მეგრელმა ვერ მოახერხა შემოსავლის მუდმივი წყაროს გამოძებნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოდესიდან დაბრუნების შემდეგ დუტუ მეგრელმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას მიმართა თხოვნით, აეყვანათ იგი იმ დროისთვის გათავისუფლებულ ზედამხედველის თანამდებობაზე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გიორგი წერეთელმა დუტუ მეგრელს გაზეთ „კვალში“ სარედაქციო სამსახური შესთავაზა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პეტერბურგში დუტუ მეგრელის ვინაობით დაინტერესდნენ და მასზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს დაუკავშირდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შვიდი წლის განმავლობაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობა მუდმივ შიმშილში ცხოვრობდა.

