საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32760

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ფილოქსერას უფროს მაძიებლად ფოთში მუშაობის პარალელურად იაკობ ფანცხავა ფრანგულ ენაზე კითხულობდა ლეტურნოს სოციოლოგიას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გერასიმე ცაგარეიშვილმა გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებში ამზადებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გახსნილი სასწავლებლის დამაარსებელი გერასიმე ცაგარეიშვილი ანაზღაურების სახით საკმაოდ დიდ თანხას იღებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დახმარება სთხოვა იაკობ ფანცხავას სასწავლებელში მიბარებულ ბავშვების განათლებაზე ზრუნვაში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1893 წლებში იაკობ ფანცხავამ ოდესაში წაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკის წერეთლის ლექსთა კრებულები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-93 წლებში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეპეტიტორობის დამსახურებით იაკობ ფანცხავა კარგად იკვებებოდა, რაც დიდი იშვიათობა იყო ხელმოკლე სტუდენტისათვის.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობის სანაცვლოდ ყოველდღიურად ორი კერძისგან შემდგარ სადილს იღებდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ქუთაისში რუს მსახიობთა დასთან ერთად ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლი შეასრულა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის შემოდგომაზე გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე იაკობ ფანცხავა გაკვირვებული დარჩა, რომ განსახილველ საკითხთა შორის არ იყო მოუსავლიანობის დროს დაზარალებული მოსახლეობის შიმშილისაგან დახსნის გზები და თავად დააყენა ეს საკითხი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა იმედაშვილისა (კავთელის) და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 აგვისტოს სურამში იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით სამხიარულო საღამო უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

პრაპორშიკი მერაბ სოლომონის ძე ანდრონიკაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მაქსუდ ალიხანოვი 1905 წელს სენაკში ეგზარქოსის მიერ ეკლესიის კურთხევას დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ნ. გავრონსკი თბილისში დაბრუნდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გორის მოსახლეობამ ვასილ ელიაროვი მთავრობასთან სპირტის აქცზის გაუქმებაზე ან შემცირების შუამდგომლობისთვის დაიქირავა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში მეექვსე კარი „ყარამანიანისა“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ხელახლა აპირებდა თავისი „სასოფლო გაზეთის“ გამოცემას.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ ჯიხაიშში დააარსა გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ბანკი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ქართული სახალხო სიმღერების ნოტები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, მახარაძემ 8 დამნაშავე დააკავა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროებაში“ თამბაქოს გაყიდვის შესახებ ივანე ალხაზოვის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ღვინის მოყვანისა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშის შესახებ ისაუბრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდებოდა.