რეგისტრირებული ფაქტები19780
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საერობო გამიჯვნის სექციის თავმჯდომარეს კომიტეტში თანაშემწის წარდგენის თაობაზე. ხელს აწერენ აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველი, პავლე საყვარელიძე და კომიტეტის მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ლომთათიძეს, ლეონ ნათაძეს, გრიგოლ ნათაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს, გრიგოლ მაღალაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, გიორგი ლასხიშვილსა და კოტე მესხს ქართული უნივერსიტეტისა და ქართული გიმნაზიის დახმარების საკითხის თაობაზე შეხვედრის დანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 9 ნოემბერს ილიკო წივწივაძემ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩააბარა განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საქმიანობა. განცხადებას ხელს აწერდნენ ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, სილიბისტრო თოდრია, ლადო დუმბაძე, თედორე კალანდაძე, მიხეილ ოკუჯავა, ეფრემ ეშბა და ბესარიონ გოგია.

