რეგისტრირებული ფაქტები32210
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ნაშრომის „ზარზმელის ცხოვრების“ აღმოჩენის შესახებ წერდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ვანის ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად მიმავალი კარლ ლემან-ჰაუპტი 6 თვით თბილისში დარჩა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 12 ივლისს მოსე ჯანაშვილმა x საუკუნის ბარალაის საგალობლის ტექსტი 5 ფოტოთი გაუგზავნა აკადემიკოს ნიკო მარს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა მეშვიდე კლასის მრჩეველი გრიგოლ ლორის-მელიქოვი წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მდივანი თუმანიშვილი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინსპექტორი ივანე ხანჯიევი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის საოლქო საავადმყოფოს ექიმი გავრილ ტერ-ასატუროვი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა შუშის მაზრის მსაჯულის თანამდებობის აღმსრულებელი ივანე პოლტარაცკი დააჯილდოვა წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გუბერნიის სამმართველოს მრჩეველი აქიმოვი წმინდა ანნას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა სართიჭალის მდივანბეგი ყუზანოვი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს ოპერატორი სტეფანე ბასტამოვი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა სახელმწიფო მამულების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე აბესალომოვი დააჯილდოვა წმინდა ანნას მეორე ხარისხის ორდენით.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის გრენადერის დივიზიის მეთაურის თანაშემწე ივანე სვეჩინი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 აპრილს კავკასიის სამმართველომ გრენადერის არტილერიის ბრიგადის მეთაური ქრისტეფორე მამაცაშვილი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ პროფესორმა კარლ ლემან-ჰაუპტმა არ შეასრულა დანაპირები, არ გამოუგზავნა საკუთარი ნაშრომი „Armenian Einst und Jetzt“.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული პირველი ოთხმოცი ხელნაწერი აღუწერია თედო ჟორდანიას.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ორ წიგნად გამოსცა ქართული მწერლობა, რომლის მეორე ტომში შევიდა „ზარზმელის ცხოვრება“.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი წინასიტყვაობითა და განმარტებით ორჯერ გამოიცა აბდულ-მესიანი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი ხელშეწყობით გამოიცა ათონის 1074 წლის ხელნაწერი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ გამოსაცემად მოამზადა ჩახრუხაძის „თამარიანი“.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 14 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა წერილი „რამდენიმე უკანასკნელი ამბავი უფ. მირზოევის ფაბრიკაში“, მირზოევის ბამბის სართავ ფაბრიკაში დასაქმებული მუშების მდგობარეობის შესახებ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის ერთ-ერთი ასისტენტი ალექსანდრე ბარამიძე აწარმოებდა ხელნაწერთა ვრცელ მონოგრაფიულ შესწავლა-აღწერას.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 აპრილს სოფელ ბანძაში მოყვარულმა მსახიობებმა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი უილიამ შექსპირის დრამა „ვენეციელი ვაჭარი“ წარმოადგინეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.

