საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19819

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „მუსიკა ქართულ სკოლაში“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნ. ი. თამამშევმა თხოვნით მიმართა თბილისის გუბერნატორს, ნება მიეცათ რკინიგზის სადგურთან გაეხსნა მუშათა ბიუროს განყოფილება, განყოფილებასთან ერთად იქნებოდა ღამის თავშესაფარი უბინაო მუშებისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანებისთვის შეადგინა და გამოსცა მუსლიმური ლოცვების ქართულენოვანი კრებული.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ალხაზიშვილის სტატია „ჯავახეთი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „ბაზრის სცენები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დავით ღამბაშიძის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონის „ბაზრის სცენები“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გუბერნატორმა წინადადებით მიმართა თბილისის პოლიცმაისტერსა და სამაზრო ადმინისტრაციას, დახმარება აღმოეჩინათ ბარონ დე ბაისთვის მოგზაურობისას, რომლის მიზანი იყო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის სომხურიდან ქართულ ენაზე თარგმნილი ჰაზირას ლექსი „საიათნოვას ძეგლის წინაშე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის წერილი „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის მუზა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის „კიკნა პოემები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის მინიატურები „ჩემი ცრემლები“ და „მე შეგაეშხე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „მელნის ტბაზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ გარიყულის თხზულება „რას დამტიროდა?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-4 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „სიმართლე ფილარმონიულ საზოგადოების დაარსების შესახებ“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ტექნიკოსი ვახნიანსკი თბილისის გამგეობას 1000 მანეთს სთხოვდა სურბ-კარაპეტის აღმართის გეგმის შედგენისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის 8 ივნისს ქართველ სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ფსიქოლოგიური ეტიუდი „დაგლოცა?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძე თხზულება „შენ მე შემიყვარებ...“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნინო ხაინდრავამ თბილისის ქალაქისთავს ლოზანაში საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დასასრულებლად სტიპენდია სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სამხედრო ინჟინერმა გ. კოზლოვსკიმ თბილისის გამგეობას მიმართა თხოვნით, დაუყოვნებლივ აეღოთ ციციშვილის აღმართთან გაკეთებული ღობე, რომელიც ძალიან ძველი იყო, ამიტომ საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.

1901

ტიპი: ავტორობა

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილმა გუბერნიის თავადაზნაურობას თხოვნით მიმართა, 1901 წლის 25 ოქტომბერს თბილისის თავად-აზნაურთა ბანკის დარბაზში კერძო კრებას დასწრებოდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 სექტემბერს ვარლამ ჩერქეზიშვილმა თბილისის გამგეობის სხდომას გააცნო რამდენიმე საკითხი ბელგიის უსახელო საზოგადოების მიერ ქალაქის სასარგებლოდ გადასახდელი თანხისა და იმავე საზოგადოებისგან ავანსად აღებული ფულის შევსების შესახებ.